რაგბი ევროპის ჩემპიონატი: სენსაციის შემოქმედი გერმანია რუსთავში გამოიცდება

AutoSharing Option
ფოტოზე: გერმანელები გამარჯვებას ზეიმობენ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგიიდან დაბრუნდა და დღეს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გერმანელებთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა. გუნდში ცვლილება არ არის.

- ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]

"ბორჯღალოსნების" მომდევნო მეტოქემ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ ტურში სენსაცია გამოაცხო. გერმანიის ნაკრებმა, ყველასთვის მოულოდნელად, შინ დაამარცხა უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე რუმინეთის ეროვნული გუნდი.

გერმანელებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს:
15. ჰარის ონლაჰი (ჰაიდელბერგი), 14. შტეფან ლიბიხი (ჰაიდელბერგი), 13. კლემანს ფონ გრუმკოვი (ნოენჰაიმი), 12. კარლოს სოტერას-მერცი (პფორცაიმი), 11. მარსელ კუცია (ჰაიდელბერგი), 10. რეინორ პარკინსონი (ჰაიდელბერგი),
9. ტიმ მენცელი (სტრასბური) 1. ჯულიუს ნოსტადტი (შამბერი), 2. მიკა ტიუმენევი (სტრასბური), 3. დამიენ ტუსაკი (კასტრი), 4. ერიკ მარკსი (ლა როშელი), 5. მიხაელ პოპმაიერი (ჰაიდელბერგი), 6. იაკო ოტო (ჰაიდელბერგი), 7. სებასტიან ფერეირა (ჰაიდელბერგი), 8. ჯარის ელზი (ჰაიდელბერგი).
16. დაშ ბაბერი (ფალსე ბეი), 17. იორნ შროდერი (ჰაიდელბერგი), 18. სემი ფუქსე (ალბი), 19. ტიმო ვოლენკემპერი (ჰაიდელბერგი), 20. კეჰომა ბრენერი (ჰაიდელბერგი), 21. კრისტოფერ ჰილსენბეკი (კოლომიე), 22. შონ არმსტრონგი (ჰაიდელბერგი), 23. ჯიმი მერფი (ბრიჯენდი).

რუმინელებთან მატჩში დაშავდა და გათამაშებას გამოეთიშა გერმანელთა კაპიტანი, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელი მიხაელ პოპმაიერი. "ბორჯღალოსნებთან" მატჩში მას, სავარაუდოდ, გამოცდილი ტომ მეი შეცვლის.

"სიხარულისგან მთელი ღამე არ მიძინია. ამაყი ვარ ჩემი გუნდით და ვწუხარ, რომ ვერაფრით დავეხმარები", - თქვა პოპმაიერმა რუმინელებთან მატჩში გამარჯვების შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გათამაშება იმავდროულად 2019 წელს იაპონიაში გასამართავი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირისგან გათავისუფლებულია. გერმანელებმა კი "სტეჟარისთან" გამარჯვებით წინ სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. ახლა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, მინიმუმ რეპეშაჟში მოხვედრის შანსი გერმანიის ნაკრებს რეალურად აქვს.

როგორც უკვე ვთქვით, "ბორჯღალოსნებს" გარანტირებული აქვთ მსოფლიოს თასზე თამაში. ამიტომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პირველ ორ მატჩში ახალგაზრდების გამოცდა გადაწყვიტა.

ექვსი ერის გათამაშებაში იტალიის ნაკრების მორიგმა წარუმატებლობამ კი ისევ აალაპარაკა სხვადასხვა გამოცემა. აქამდე თუ ბრიტანული პრესა აქტიურობდა, ამჟამად, მას მხარი ფრანგულმა და ავსტრალიურმა გამოცემებმაც აუბეს. ასე მაგალითად, ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" პირდაპირ აცხადებს, რომ იტალიის ადგილი ექვსი ერის გათამაშებაში არ არის.

პირველად დაგვიჭირა მხარი ავსტრალიურმა ვებგვერდმა theroar.com.au-მ, რომელმაც სათაურშივე იკითხა, შეუშვებს ექვსი ერის საქართველოს "ძველი ბიჭების კლუბში"? ორივე სტატიის, ისევე, როგორც ყველა მსგავსი პუბლიკაციის პათოსი ერთია: ექვსი ერის რეორგანიზაცია და ქართული რაგბის მხარდაჭერა.

ვფიქრობთ, ამ თემაზე მუდმივი აპელირება უცხოური მედიის მხრიდან, საბოლოოდ, მაინც გამოიღებს შედეგს.

ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ჯერ არაფერი იცვლება. იქამდე კი, საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს 19 თებერვალს, რუსთავში, 15 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), თორნიკე მატარაძე (ლიონი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო), ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი), გიორგი ჭყოიძე (ლელო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გელა აფრასიძე (ლელო)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 1 1 0 0 +25 5 1
2. ესპანეთი 1 1 0 0 +10 4 0
3. გერმანია 1 1 0 0 +3 4 0
4. რუმინეთი 1 0 0 1 -3 1 1
5. რუსეთი 1 0 0 1 -10 0 0
6. ბელგია 1 0 0 1 -25 0 0

II ტური
18 თებერვალი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი

19 თებერვალი
საქართველო-გერმანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გ ა ს ა კ ვ რ ი ა რა(!)

დინამოს სტადიონი რისთვის არსებობს?!

რ ა გ ბ შ ი ეროვნული ნაკრების ყველა თამაში,ფაქტიურად სულ 3 არის მთელი წლის მანძილზე , უნდა ჩატარდეს დინამოს სტადიონზე !

glaxuna
14:04 14-02-2017
0
ეხლა არ გამოვვარდები ქაჯივით და არასწორს მეუბნევით მეთქი არ ვიტყვი. რახან ყველაფერი არ დავწერე იმას არ ნიშნავს, რომ მეც არ გამაჩნია იგივე აზრი გერმანელების მიმართ. "დაჟე" მგონია, რომ ეგენი ჩვენ დონეს რომ თამაშობდნენ, უკვე 7 ერშიც ათამაშებდნენ. უბრალოდ ვივარაუდე (ზუსტად ასეა პირველ კომენტარში), რომ ამას ყველაფერს დრო სჭირდება და უცებ პროგრესი არ ექნებათ. როგორც თქვენ ამბობთ 5-10 წელში ვნახოთო, ეგრე ამ დროში შეიძლება ჩვენც კი ვითამაშოთ 7 ერი. ბოლოს ვიტყვი კვირას ანგარიშს გადავავლოთ თვალი:)
levo
15:13 14-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული