200 მლნ ევრო და მოგება რუმინეთთან - რუსთავში გამოჩნდება, რაა გერმანია

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბორჯღალოსნებმა" მომავალი მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყეს
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს კვირას, 19 თებერვალს რუსთავში გამართავს. მეტოქე გერმანიის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც პირველ ტურში სენსაცია შემოგვთავაზა - ტურნირის ფავორიტი რუმინეთი 41:38 დაამარცხა.

პირველ ტურში ბელგიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებში რაიმე ცვლილება არ მომხდარა. "ბორჯღალოსნები" ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან მომავალი ბატალიებისთვის. რუმინეთთან გამარჯვებამ გერმანიის ნაკრების რენომე აამაღლა და ბევრს, როგორც ჩანს, ამ ქვეყნის რაგბის განვითარების მიმართ, სავარაუდოდ, გადამეტებული წარმოდგენა გაუჩნდა.

ასე თუ არა, ამას, ცხადია, უწინარესად
რუსთავში გამართული შეხვედრა დაადგენს, სადაც ჩვენი ნაკრები საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით წარდგება. რამდენიმე ქართველი მორაგბე ეროვნული ნაკრების კვართით მშობლიური ქომაგის წინაშე პირველად ითამაშებს.

ცოტა რამ გერმანული რაგბის ისტორიიდან. გერმანიის რაგბის კავშირი 1900 წელს დაარსდა. 1934 წელს იგი "Fira"-ს (რაგბი ევროპა) დაარსების ერთ-ერთი მოთავე იყო. IRB-ს (მსოფლიო რაგბი) წევრი კი 1988 წელს გახდა. გერმანული რაგბის ყველაზე დიდი მიღწევა 1900 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებაა. იქ სულ ორი გუნდი გამოდიოდა. ჩემპიონი საფრანგეთი გახდა. გერმანული რაგბის დაღმასვლა ქვეყანაში ნაცისტების "გამეფების" შემდეგ დაიწყო.

21-ე საუკუნეში გერმანელები უკვე მესამედ აღზევდნენ ქვედა დივიზიონიდან "ერთა თასზე" (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 2012 წელს, რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად ქვეყანაში ამუშავდა სპეციალური პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფომ 200 მილიონი ევრო გამოჰყო.

საქართველოს და გერმანიის ნაკრებებს აქამდე ხუთჯერ უთამაშიათ და ხუთჯერვე "ბორჯღალოსნებმა" გაიმარჯვეს. პირველი შეხვედრა 1995 წელს შედგა თბილისში და ჩვენმა ნაკრებმა 14:3 მოიგო. იმ შეხვედრაში კარგი, ლაზათიანი მუშტი-კრივიც გაიმართა. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია. სამაგიეროდ მეტოქეს ყველა მატჩში დიდი ანგარიშით ვძლიეთ.

ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქეს ქართველმა მორაგბეებმა 2010 წელს ეროვნულ სტადიონზე 77:3 მოუგეს.

გერმანიის ნაკრები თბილისში პარასკევს გვეწვევა. ჩვენი გუნდის ღია ვარჯიშიც სწორედ პარასკევს გაიმართება. მატჩი 19 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა
1995 წ. საქართველო-გერმანია 14:3
2009 წ. გერმანია-საქართველო 5:38
2010 წ. საქართველო-გერმანია 77:3
2015 წ. გერმანია-საქართველო 8:64
2016 წ. საქართველო-გერმანია 59:7

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. II ტური
18 თებერვალი
ბელგია-რუსეთი
რუმინეთი-ესპანეთი

19 თებერვალი
საქართველო-გერმანია

გერმანიის ნაკრები:
შონ არმსტრონგი, ტიმო ვოლენკემპერი, კეჰომა ბრინერი, შტეფან ლიბიხი, იორნ შროდერი, ტორე შმიდტი, ჯარის ილზი, იაკო ოტო, რეი პარკინსონი, ჰარის აუნალაჰი, დეილ გარნერი, სებასტიან ფერეირა, პიერ მატურინი, ენტონი ჯოე დიკონსონი (ყველა-ჰაიდელბერგი), რობ მეი, ოლივერ პაინი, კარლოს სოტერას მერცი (სამივე-ფროცაიმი), კრის ჰოულსი, მარკ სტინდერა (ორივე-ფრანკფურტი), კლემანს ფონ გრუმბკოვი (ნეუენეიმი), ტომ ბერენდტი (სანკ პაული), ფელიქს შიპი (ჰანოვერი), დანიელ კოჰი (გერმანის ლისტი), რაფაელ პირაში (დორენი), ჯიმი მერფი (ბრიდგენდი), ალისტერ ლედინგემი (დენდერმონდი). ერიკ მარკსი (ლა როშელი), დამიენ ტუსაკი (კასტრი), მაქსიმ ოლტმანი (პერპინიანი), ჯულიუს ნოსტადტი (შამბერი), ტიმ მენცელი, მიკა ტიუმენევი (ორივე-სტრასბური), სემი ფუშსელი (ალბი), კრის ჰილსენბეკი (კოლომიე), დაშ ბაბერი (ფალსე ბეი), სვენ ფან ნიკერკი (ნმმუ), მარსელ კუცია (ვერეინსლოსი)

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), თორნიკე მატარაძე (ლიონი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო), ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი), გიორგი ჭყოიძე (ლელო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გელა აფრასიძე (ლელო)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 1 1 0 0 +25 5 1
2. ესპანეთი 1 1 0 0 +10 4 0
3. გერმანია 1 1 0 0 +3 4 0
4. რუმინეთი 1 0 0 1 -3 1 1
5. რუსეთი 1 0 0 1 -10 0 0
6. ბელგია 1 0 0 1 -25 0 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სათაური გლიჯავს: რაა გერმანია...
დავით123
14:45 16-02-2017
0
სათაური მაინც დაწერეთ ქართულად რა ხდება არაკომპეტენტური ჟურნალისტების ბუმია?!
0

სიახლეები პოპულარული