კობუს პოტხიტერი: საქართველოს ნაკრებმა ფიზიკურად დაგვჩაგრა

AutoSharing Option
გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა დღეს, 19 თებერვალს საქართველოსთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანელები "ბორჯღალოსნებს" ესტუმრნენ და ანგარიშით 6:50 დამარცხდნენ.

"პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვულოცავ ამ გამარჯვებას - ის დღეს საუკეთესო იყო. როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი, საქართველოში ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად ჩამოვედით, გვსურდა, უკეთესი ხარისხი გვეჩვენებინა, მაგრამ, სამწუხროდ, ეს არ გამოგვივიდა, რაც საკუთარი თავის ღალატს ნიშნავს.

მართალია, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა დღეს, თუმცა შედეგს მათ არყოფნას ვერ დავაბრალებ.
ვფიქრობ, ისინი რომც ყოფილიყვნენ, საბოლოო ანგარიშში დიდი განსხვავება არ იქნებოდა. ასეთი ცუდი თამაში ჩვენი, ყველას ბრალია და ჩემს წილ პასუხისმგებლობას მეც ვიღებ.

რთულია ერთმანეთს საქართველოს და რუმინეთის ნაკრებები შევადაროთ. საქართველომ ფიზიკურად დაგვჩაგრა, შეტევაში უკეთ შეასრულა მწვრთნელის დავალებები. რუმინეთთან სულ სხვანაირად ვითამაშეთ. ვერ შევადარებ ამ ორ მეტოქეს ერთმანეთს", - თქვა პოტხიტერმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
იქნებ ვინმემ ამიხსნას საქართველოს ორი მოგება აქ და თუ არ ცვდები ორივე ბონუს ქულით ირლანდიას 1 წაგება 1 მოგება თან მოგება ბონუს ქულით არა და ქულათა სხვაობა 3ზე მეტი არ უნდა იყოს?
ვაჟა
17:51 19-02-2017
0
კი, ჩვენ 2 ბონუს ქულა გვაქვს, ბონუსს იძლევიან როცა სამი ლელოთი მეტი გაქვს.
ვაჟა
18:08 19-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული