საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გერმანიასთან გამარჯვებისა და იტალიის ეროვნული გუნდის ექვსი ერის გათამაშებაში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ უცხოურ პრესაში დებატები არ წყდება. განსაკუთრებით აქტიური ბრიტანული მედიაა. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე გამოცემის მოსაზრება.

- Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
- Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

თემა ჯერაც არ დახურულა და, როგორც ჩანს, დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თუმცა, სადავოც თითქოს არაფერია. ერთ მხარეს თითქმის მთელი სარაგბო სამყარო, მედია და ქომაგები
არიან, მეორე მხარეს კი - ექვსი ერის ბოსები. მათზე ზეწოლა ნელ-ნელა იზრდება და ადრე თუ გვიან ჩვენთვის სასურველ შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ამჯერად გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ორი უცხოური ვებგვერდიდან. აი, რა წერია rugbypass.com-ზე, სადაც სტატიის სათაურია: "საქართველო მზადაა, 55 ათასი მაყურებელი შეკრიბოს ექვსი ერის ყველა მატჩზე".

"იტალიის ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ექვსი ერის გათამაშებაში ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან, ეჭვქვეშ დააყენა ამ გუნდის ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა.

ყველა აქამდე გამოთქმული მოსაზრებიდან შეჯიბრების ფორმატის თაობაზე, არსებობს საერთო ხედვა, საქართველო არის სარაგბო ქვეყანა, რომელიც ექვსი ერის გათამაშებაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს. მან ან უნდა ჩაანაცვლოს იტალია, ან დაემატოს მეშვიდე ერად.

აი, რა გვითხრა "მსოფლიო რაგბის" საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნიჟარაძემ.

- შემიძლია დაგპირდეთ 55 ათას მაყურებელს ყველა თამაშზე. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. შეკითხვა მაქვს: გვითხარით, რა უნდა გავაკეთოთ? რა გვჭირდება, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ? გვითხარით და გავაკეთებთ. ქვეყანა მზადაა ამისთვის. მარტო რაგბი არა, მთლიანად ქვეყანა, რადგან რაგბი ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა.

თბილისი ულამაზესი ქალაქია, უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ინგლისიდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან და იტალიიდან ჩამოსული ქომაგები ისიამოვნებენ რაგბით, მშვენიერი ქალაქით და ქართული ღვინით, საქართველო ხომ უძველესი ღვინისმწარმოებელი ქვეყანაა.

თუ ჩვენ რაგბის ფასეულობებზე ვსაუბრობთ, მაშინ ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. არ შეიძლება შექმნა რაღაც ცალკე აღებული სარაგბო VIP-კლუბი, მერე დადგე და სამართლიანობაზე ილაპარაკო".

ექვსი ერის გაფართოებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმაც malaysiandiegest.com-თან საუბრისას:

"ვფიქრობ, რომ გავარდნის სისტემა უნდა არსებობდეს თუნდაც ისეთ ტურნირზე, ექვსი ერის გათამაშება რომაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგია, როცა სისტემა დახურულია. თუმცა, ეს მარტო იტალიას არ ეხება. იყო დრო, როცა შოტლანდიაც ასეთივე სუსტი იყო, როგორიც დღეს იტალიაა.

ცხადია, ეს მალე არ მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსაფიქრებელია სისტემა, რომელიც მისცემს საქართველოს და რუმინეთს საშუალებას, ექვსი ერის გათამაშებაში მოხვდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
55 ათასი პრობლემა არ არის, თუმცა ფასს გააჩნია, 6 ერის პირველობის მატჩებს რა ფასი ადევს და ფასის დადება ვისზეა დამოკიდებული, თვითონ თუ აწესებენ, დაბალი ფასები არ ექნება, და მერე პრობლემა იქნება სტადიონის შევსების
dato
10:51 23-02-2017
0
ისე იტალიაც რომ დატოვონ უფრო მაგარი იქნება აქ რომ ჩამოვლენ თავი უნდა შევაკლათ და მოვუგოთ ტესტ-მატჩსაც რომ არ გვეთამაშებიან
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული