ექვსი ერის დირექტორი: ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვაზე საუბარი უცხოურ პრესაში ისევ გრძელდება.

ძნელი სათქმელია, როდემდე გაუძლებენ ამ ტურნირის ბოსები მედიისა და თუ სარაგბო ექსპერტების ზეწოლას. ერთი კი ცხადია, ასე მწვავედ ეს საკითხი აქამდე არასდროს დასმულა, რაც ამ ეპოპეის ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულების იმედს გვაძლევს.

- Planet Rugby: კრიმინალია, საქართველოს რაგბის განვითარების საშუალება რომ არ ეძლევა

ცხადია, ასეთ მასირებულ შეტევას ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიენი უპასუხოდ არ დატოვებდა.

აი, რა უთხრა მან Daily Mail-ს:

"
ექვსი ერის გათამაშება დახურული ტურნირია, რომელიც მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ეს ექვსი კავშირი აკონტროლებს ამ შეჯიბრებას. ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები. დღეს აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს".

ის იტალიის ნაკრების ბოლო პერიოდის წარუმატებლობაზე ასე რეაგირებს:

"ერთი სული გაქვთ, ვინმე წაიქცეს, რათა წიხლებით შედგეთ. ნებისმიერი ცვლილებისთვის ჩაკეტილები უნდა ვიყოთ? არა, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტისთვის საჭიროა გარკვეული დრო - 10 ან 15 წელიწადი. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო, რაც წაადგება ჩვენს ექვს კავშირს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაადასტუროს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ცვლილების მომხრეა. ხოლო სხვა გუნდებზე საუბარი დღესდღეობით ნაადრევია.

"მსოფლიო რაგბის" უფლება არ აქვს, გვიკარნახოს, რა უნდა ვქნათ. ის ჩვენ არ გვაკონტროლებს, ჩვენზე რაიმე უფლება არ აქვს. ჩვენი საქმეა ექვსი ერის გათამაშების ორგანიზება. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
. "მსოფლიოს რაგბის" საქმე კი, რაგბის საყოველთაოდ განვითარებაა. განავითარონ. ეს ჩვენი საზრუნავი არ არის. ჩოილარია აბა რა. მსოლიოზე არ ათამაშონ ექვსი ერის არცერთი წარმომადგენელი. ეთამაშონ ერთმანეთს და იყვნენ, როგორ განვითარდებიან ხმა გამოვა.
ვანო
13 ნოემბერი 2017 08:52
0
ქვეყნების დანაკუწება რომ კარგად მართო, გააკეტო ის რაც ფინანსურად უკეტესია. ეს ბისნესია და არაფერი პიროვნული ამაში არ არის.
დაუშვა საქართველო იტალიის მაგივრად და ფული დაკარგო - ასეთი რაგაცეებს დასავლეთში არ აკეთებენ - მე მეგონა რომ მართო ჩემს ტაობას - პერესტროიკას რომ მოესწრო - ჯეროდა ასეთი ზღაპრები.
ამკ
13 ნოემბერი 2017 06:58
0
რს გააჭირეთ საქმე წარსული დინამოთი. ეგრე დიდგორი, შამქორი და ბასიანიც გვაქვს მოგებული, ვერ გაუწევს ქართული ფეხბურთი ევროპას კონკურენციას. მომავალ შესარჩევზეც ვერ მოვიგებთ იმის მომავალზრც და იმის მომავალზეც. ეგ დაფინანსება სხვა სპორტზე უნდა გადანაწილდეს, სადაც წარმატებები გვაქვს
დიმიტრი
13 ნოემბერი 2017 05:21
0
გამოდი იუზგარ, გიცანით....
იურგენს ტროლისგან
24 თებერვალი 2017 17:41
0
მსოფლიოზე უნდა დავლეწოთ ესენი და მერე ვნახოთ როგორ იყოყოჩებს ევრომაფია... სხვა გზა აღარც არის
აფხაზი
24 თებერვალი 2017 13:43
0
iurgen!!! "bavaria" 1981 წელს "დინამომ" ისეთ დღეში ჩააგდო, რომ I ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიქცა. თუ გინდა, რომ "დინამო" და საქართველოს ნაკრები ისევ ისეთი ძლიერი გახდეს, როგორც მაშინ იყო, უნდა იკადრო და უყურო "მარტვილთან" თამაშსაც და "ბავარიასთანაც". მობრძანდით სტადიონზე ჩემო კარგებო, ამიტ თქვენ ძალიან დიდ სტიმულს მისცემთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ქართულ ფეხბურთს...
tngh
24 თებერვალი 2017 13:40
0
მიშა-ს. რაზეა ბაზარი. შევროგდეთ აბა რა. თუმცა არც არაფერი გვჭირს შესარუგებელი.
iurgen
24 თებერვალი 2017 13:01
0
იურგენ, ძამიკო!
აჟიოტაჟი აქ სწორედ შენ ატეხე, როცა ჭკუის სწავლება დამიწყე.
ისე, არც არაფერი, თუკი არ იცოდი რაღაც ფაქტების შესახებ.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ.
შევრიდგით? )
მიშა
24 თებერვალი 2017 12:19
0
ხშირად გადაიკითხეთ ისტორიის ფურცლები და ამით მაინც დატკბით. სხვა რა დაგრჩენიათ.
iurgen
24 თებერვალი 2017 10:39
0
რა აჟიოტაჟი ატეხეთ!!! თუ გგონიათ თქვენზე ნაკლებად შემტკივა გული დინამოზე, ძალიან ცდებით. კი, ისტორია კარგია, დინამოს ოდესღაც (35-40 წლის უკან) მართლაც დაუმარცხებია ე.წ. გრანდები, მაგრამ ეს ისტორიაა და მეტი არაფერი. რაც შეხება "ბავარიას" დამარცხებას, არცერთ ევროპულ ტურნირზე (ფისას და უეფას ეგიდით), დინამოს არა თუ არ დაუმარცხებია "ბავარია", არამედ აარასდროს არ შეხვედრია. ასე, რომ ....რაც შეეხება ჩემს ასაკს, 23 წლის ვარ, მერე რა, როოოოოოო. წელს რა მნიშვნელობა აქვს. რაც ფეხბურთ ვგულშემატკივრობ, მე დინამოს თამაშისაგან სიამოვნება არ მიმიღია, განსაკუთრებით ევროპულ სარბიელზე. "მარტვილის" მერანთან მის მოგებას კი არაფრად ვაგდებ და არც უყურებ. ბოდიში მარტვილელებს.
iurgen
24 თებერვალი 2017 10:36
1
...აი ეხლა კი გაუბერეეე:).მადრიდის კომერციიულ ტურნირზე იმ დროისათვის იმხელა პრემიალურები იყო, რომ თავი მოიკლეს გერმანელებმა და მაინც ჩავხადეთ. არცერთი აღმოსავლეთევროპული გუნდი მდგავს ტურნირზე არც კი მიუწვევიათ არასდროს. ზუსტად იმ პერიოდში როცა თასი ავიღეთ მხოლოდ იმ წელიწადს სუპერთასი არ ჩატარდა, რადგან ქვეშაფსია ლივერპულმა უარი თქვა თამაშზე.(წესით უთამაშებლად უნდა გადმოეცათ თასიც და ტიტულიც, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიკიდეს) ჭირივით ეშინოდათ ბობოლებს ჩვენთან თამაში."ეგიდობას" მნიშვნელობა არა აქვს, სადაც შევხვდით, ჩავხადეთ!...ეხლა კი ფეხბურთიც ისეთივე დღეშია, როგორც მისი 23 წლის გულშემატკივართა უმრავლესობა.
emigranti
13 ნოემბერი 2017 06:24
0

სიახლეები პოპულარული