ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.
ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
პრობლემები ბევრი გვაქვს და დღევანდელ იტალიას ალბათ შესწევს ძალა კლასით გვაჯობოს და დაგვამარცხოს.
ბევრია წუნი და ელემენტარული უპატიებელი შეცდომები ჩვენს თამაშში რასაც კარგი გუნდი არ გვაპატიებს და რასაც ვერ ვასწორებთ წლებია უკვე. ესაა შეტევითი ფაზა: ხელით თამაში, სწორი დარტყმები, რაქი და ა.შ.