ანტონ ფეიქრიშვილი ექვს ერზე: იქნებ ჩვენ მზად არ ვართ

AutoSharing Option
ბოლო დროს ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მისი პერსპექტივებით ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობაზე. ამ თემას სტატია მიუძღვნა BBC-მ სათაურით: "საქართველო, მზარდი ძალა მსოფლიო რაგბიში".

სტატიაში გამოყენებულია ნაკრების მორკინალის, ანტონ ფეიქრიშვილის კომენტარი ამ თემაზე, რომელიც უელსური "კარდიფ ბლუზის" პირველხაზელმა BBC Wales Sport-ს მისცა. დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ სტატიას:

"საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი ანტონ ფეიქრიშვილი ამ საკითხში ფრთხილობს. როცა მას დაეკითხნენ ნაკრების საექვსერო პერსპექტივაზე, "კარდიფ ბლუზის" მოთამაშე დარწმუნებული არ ჩანდა:

"სიმართლე ითქვას, ყველა მოთამაშეს ეშინია დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშის. როცა
ვხედავთ, რომ იტალია, რომელსაც ასეთი კარგი გუნდი ჰყავს, 50-60 ქულის სხვაობით აგებს, ჩვენც ვფიქრობთ - იქნებ ჩვენ არ ვართ მზად...

ძალიან გვჭირდება კარგი ტესტმატჩები პროგრესისთვის, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ზელანდიელია და ის მართლაც ამბიციურია.

ჩვენ მხოლოდ ჯარისკაცები ვართ და მივყვებით გენერალს. ასე რომ, თუ ჰეიგი ამბობს, რომ მზად ვართ დიდი მატჩებისთვის, ესე იგი, ეს დღე მართლაც მოდის და ჩვენც კარგად უნდა მოვემზადოთ".
მკითხველის კომენტარები / 13 /
გიორგი, რომელ კუნძულეზე გვაქვს ტესტები ვერ მეტყვი? შარსანდელს ხომ არ გულისხმობდი? გოგიგგ, იტალიის და ექვსივე ერის რაგბის ფედერაციას აქვს ხმა ექვსი ერის საბჭოში ასე რომ იტალიას დიახაც ეთქმის იქ სიტყვა
გიორგის და გოგიგგ-ს
21:42 26-02-2017
0
ზოგიერთებს მარტო რუსებთან მოგება და გმირობა უნდათ და რეალური რაგბი რასაც ქვია არა...ანტონს ვერ დავეთანხმები!
lika
17:49 26-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული