ანტონ ფეიქრიშვილი ექვს ერზე: იქნებ ჩვენ მზად არ ვართ

AutoSharing Option
ბოლო დროს ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მისი პერსპექტივებით ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობაზე. ამ თემას სტატია მიუძღვნა BBC-მ სათაურით: "საქართველო, მზარდი ძალა მსოფლიო რაგბიში".

სტატიაში გამოყენებულია ნაკრების მორკინალის, ანტონ ფეიქრიშვილის კომენტარი ამ თემაზე, რომელიც უელსური "კარდიფ ბლუზის" პირველხაზელმა BBC Wales Sport-ს მისცა. დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ სტატიას:

"საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი ანტონ ფეიქრიშვილი ამ საკითხში ფრთხილობს. როცა მას დაეკითხნენ ნაკრების საექვსერო პერსპექტივაზე, "კარდიფ ბლუზის" მოთამაშე დარწმუნებული არ ჩანდა:

"სიმართლე ითქვას, ყველა მოთამაშეს ეშინია დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშის. როცა
ვხედავთ, რომ იტალია, რომელსაც ასეთი კარგი გუნდი ჰყავს, 50-60 ქულის სხვაობით აგებს, ჩვენც ვფიქრობთ - იქნებ ჩვენ არ ვართ მზად...

ძალიან გვჭირდება კარგი ტესტმატჩები პროგრესისთვის, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ზელანდიელია და ის მართლაც ამბიციურია.

ჩვენ მხოლოდ ჯარისკაცები ვართ და მივყვებით გენერალს. ასე რომ, თუ ჰეიგი ამბობს, რომ მზად ვართ დიდი მატჩებისთვის, ესე იგი, ეს დღე მართლაც მოდის და ჩვენც კარგად უნდა მოვემზადოთ".
მკითხველის კომენტარები / 13 /
გიორგი, რომელ კუნძულეზე გვაქვს ტესტები ვერ მეტყვი? შარსანდელს ხომ არ გულისხმობდი? გოგიგგ, იტალიის და ექვსივე ერის რაგბის ფედერაციას აქვს ხმა ექვსი ერის საბჭოში ასე რომ იტალიას დიახაც ეთქმის იქ სიტყვა
გიორგის და გოგიგგ-ს
26 თებერვალი 2017 21:42
0
ზოგიერთებს მარტო რუსებთან მოგება და გმირობა უნდათ და რეალური რაგბი რასაც ქვია არა...ანტონს ვერ დავეთანხმები!
lika
26 თებერვალი 2017 17:49
0
Karieris dasrulebis shemdeg gelodebi politikashi ^-^
Fani
25 თებერვალი 2017 12:57
0
მაგარი პასუხია.
სანამ ესეთი პრაქტიკულად მოაზროვნე რეგბისტები გვეყოლება, ჩვენი რაგბის პროგრესი გარდაუვალია.
შეადარეთ ფეხბურთელების ამბიციურ განცხადებებ, რომ თურმე ჩვენებს მსოფლიოზე გასვლა შეუძლიათ, მთავარია მოინდომონ.
haha
25 თებერვალი 2017 10:41
0
თუ არ ვეთამაშეთ,ვერ განვვითარდებით,ეს არის ორჯერ ორი.კი წავაგებთ,გავმწარდებით,მაგრამ თუ არ წაიქეცი,სიარულს ვერ ისწავლი.
დაღირებას,დარტყმა სჯობიაო,ნათქვამია.როცა დაგვარტყამენ,შიშიც გაივლის.
სოსო
25 თებერვალი 2017 10:31
0
შვიდი ერის იდეა დიდი ხანია ტრიალებს და მხოლოდ ორი კვირით იზრდება 6 ერის კალენდარი. იტალიელებისთვისაც მისაღებია და ჩვენების ჯიგრიანი თამაშის საყურებლად ყველგან ეყოლებათ მაყურებელი ასე რომ 7ერი უფრო მომზიდველი და ადვილად გადასაწყვეტია, ტუ ყველაფერ ამას ფინანსური გარანტიებიც მოყვა...ექვსი ერის ბოსიც კი უნდა წამოვიდეს ამაზე.
murtalo
25 თებერვალი 2017 02:56
0
ერთი და იგივეს გაიძახის ყველა ქართველი ,რომ ჩაგვრთონ და ღOმ მიგვიღOნ. არაო გვითხრეს გასაგებად.თუ გინდათ შეე,,,,, ამას სჯობს რომელიმე ჩემპიონატში ჩავრთოთ გუნდი პლუს ზაფხულში კუნძულებზე გვექნება ტესტ მატჩები და ნოემბერშI ერთი თიერ 1 გუნდს შევხვდებით.
giorgi
24 თებერვალი 2017 20:45
0
თხა თხაზე ნაკლების ..
bejo
24 თებერვალი 2017 19:15
0
რეალურად თუ ავიღებთ ამ ეტაპზე მზად არ ვართ,მაგრამ თუ არ ვეთამაშეთ არასოდეს არ ვიქნებით.დარწმუნებული ვარ ხშირი კონტაქტის შემთხვევაში ერთ 4 წელიწადში სერიოზულ ძალად ვიქცევით.
mamuka
24 თებერვალი 2017 19:06
0
სწორია ჩვენ მართლაც არ ვართ მზად "5 ერისთვის" და გორგოძე ამას ტყუილად არ ამბობს, იტალიასთანაც ძალიან გაგვიჭირდება იქ! რეალობა ასეთია, მაგრამ თუ არ ვეთამაშეთ მათ დონემდე ვერ გავთანაბრდებით ასე რომ იტალია დღეს რა რაგბსაც თამაშობს 6 ერზე იქ ქართულმა რაგბმაც უნდა ითამაშოს!
svan
24 თებერვალი 2017 18:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული