გოჩა სვანიძე: ვერ დაველოდებით, როდის გამოიჩენს "ექვსი ერი" კეთილ ნებას...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ექვს ერში" "ბორჯღალოსნების" გაწევრიანების პრესპექტივასა და იტალიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- გულშემატკივრისგან სულ გვესმის, იტალიასთან რომ გვათამაშა, დავუმტკიცებთ, მათზე მეტად რომ ვიმსახურებთ "ექვს ერში" თამაშსო...
- იტალიასთან მოგება ასე იოლი არ იქნება, მაგრამ საინტერესო თამაში რომ გამოვა, ეჭვი არ მეპარება. არა მხოლოდ იტალიასთან, პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდაც, მზად ვართ იმისთვის, რომ თამაშისას სტატისტების როლში არ ვიყოთ და საჭირო გამოცდილება დავაგროვოთ.

დარწმუნებული ვარ, მატჩი ყველა მათგანთან გაიმართება და ეს ძალიან
მნიშვნელოვანია - შენზე ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გარეშე დონეს როგორ აიმაღლებ? თუ მომდევნო წლებშიც მხოლოდ "რაგბი ევროპის" მოგება გვინდა და გამოცდილების დაგროვებას ისევ აქ ვაპირებთ, პროგრესის ნაცვლად უკან წავალთ.

ამ ეტაპზე ისიც კარგია, პირველი დონის ქვეყნებთან წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვათამაშებენ. მეორე ტესტიც თუ დაემატება, ამას რა აჯობებს...

- იტალია ოდესმე ხომ უნდა გვეთამაშოს? აქედანვე ცხადია, რომ საქართველოსთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადებიან, რათა ყველას დაუმტკიცონ, "ექვს ერში" თამაშს სწორედაც ჩვენ ვიმსახურებთ­ და არა თქვენო!
- არა მხოლოდ იტალია მოემზადება გაორმაგებული მონდომებით, ბევრი სხვა ქვეყანაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია - მოწინავე ქვეყნებს ამბიცია არ აძლევს­ უფლებას, შეეგუონ, თითქოს მათთან სათამაშოდ მზად ხარ.

- "ექვსი ერის" აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ თქვა, რომ ახალი გუნდებისთვის "ვაკანსიები არა აქვთ" და "საქართველომ 10-15 წელიწადი უნდა მოიცადოს...
- ვერ დაველოდებით, როდის გამოიჩენს კეთილ ნებას ევროპის მთავარი სარაგბო ტურნირი, ვეცდებით, სხვა გზა გამოვნახოთ...

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეეეეეეჰ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ეს კაცი არავის ემუქრება და ამბობს სხვა გზებს მოვნახავთო და მართალიც არის. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, აუცილებელია ნაკრების კანდიდატებიც გამოიცადონ და სწორს აკეთებს მთავარი მწვრთნელი, აბა იაპონიაში ხომ არ ათამაშებს პირველად? იმის მაგივრად რომ აქ მაინც შევაქოთ, მოვიწონოთ და იმედი მივცეთ, რაღაც გულსატკენ და ღრძო პოსტებს ვდებთ. არ დაიღალეთ ამდენი უარყოფითით? მორაგბეებო მაგრები ხართ და აბა თქვენ იცით, თქვენ ხართ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პოზიტიური ხალხი თუ ერთადერთი არა, რომლებსაც პატარა იმედი ნაპერწკალი და სინათლე შემოაქვს ჩვენს დაბნელებულ ცხოვრებაში.
karlo
07 მარტი 2017 12:27
0
არის ასეთი გამოთქმა "Первый парень на деревне". მე მგონია, სჯობს სადაც ვართ იქ ვიყოთ პირველები, ვიდრე "ექვს ერში" ბოლოები. ამან მომავალში შეიძლება დამარცხებულის ფსიქიკა ჩამოგვიყალიბოს, რაც დაემართა ქართულ ფეხბურთს.
pele
07 მარტი 2017 15:11
0
jj-s-ს. მართალი ხარ, მაგრამ არც ესპანეთი იყო უძლიერესი შემადგენლობით. თქვეს კიდევაც. მათთვის ჩვენთან მოგება მხოლოდ ღირსების საკითხი იყო, რადგან ჩვენთან აღებული ქულები არაფრის მომცემია მსოფლიოზე გასასვლელად (ჩვენები გასულები არიან). ასე რომ ყველაფერი შედარებითია. მოდი ვთქვათ რა!!! ჩვენი გუნდი იმ დღეს არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუმცა ისიც მართალია, როცა ამბობენ -"გამარჯვებულებს არ ასამართლებენ".
bego
07 მარტი 2017 13:16
0
დაუშვად, ღმერთმა ინებოს და 2-3 წელიწადში ჩვენი ნაკრები დაუშვეს ექვსი ერის ლიგაში. ხომ წრმოგიდგენიათ რამხელა სიხარული იქნება და რა ზღვა ხალხი მივა სტადიონზე ასეთ გუნდებთან თამაშისას. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ იტალიასავით ყველა შეხვედრა წააგეს (ღმერთმა ნუ ქნას), მაშინ სხვა სიტუაცია შეიქმნება (არა პირველ წელს) და ვშიშობ გულშემატკივრები ვეღარ იქნებიან მომთმენები და შეიძლება სხვა არასასიამოვნო პროცესები წავიდეს. ამიტომ სიჩქარე არ გვმართებს, ჯერ ხშირი შეხვედრები ელიტის გუნდებთან, მომზადება და მე ხოოოოოოოოოოოოოოო!!!
giorgi
07 მარტი 2017 13:10
0
J A G A, შენი ეს კომენტარი რომ წავიკითხე ძალზე გაოცებული და გახარებულიც დავრჩი. კარგი და მისასალმებელია, რომ განიკურნე პოლიტვირუსისაგან და სხვა თემებზეც დაიწყე კომენტარის გაკეთება ანუ რეალურ აზროვნებას დაუბრუნდი. ყველაზე კარგი ისაა, რომ მიშას აჩრდილი აღარ გელანდება. მომილოცნია.......
natali
07 მარტი 2017 11:54
0
იმის მიუხედავათ რომ თითქმის მეორე სასტავით მოუგეთ ეპანელებს;
ასეთი თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ ( ( (
თუ რაგბის მამებისგან ვიქნებით წლობით დაბლოკილები ?
ძალიან გაგვიჭირდება ექვსი ერის გუნდებთან მიახლოვებაც კი;
ამიტომ ბატონ გოჩას ვეთანხმები, რომ ჩვენი გუნდის გაზრდისთვის რაღაცა ახალია მოსაფიქრებელი ;
წინააღმდეგ შემთვევაში ქართული რაგბი ვერ გაიზრდება სათანადოთ . . .
J A G A
07 მარტი 2017 10:53
0
აბა თქვენ იცით ესპანეთს რო ლელო დაუდო იმ ბიჭის გვარი დამავიწყდა იმედია ისე იშრომებს საქართველოს მინიმუმ ათი წელი გარემარბის პრობლემა არ ექნება ცუცქირიძის ბოჭვები კი ზელანდიელ ბიჭებსაც შეშურდებოდათ ასე რომ ბევრი შრომა და დისციპლინა და დარწმუნებული ვარ ავალთ მაღალ დონეზე.
tato
07 მარტი 2017 10:44
0
დავითი-ს. გეთანხმები აბსოლიტურად. კი, ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ ამ კუთხით. გარწმუნებთ, თუ ეს პროცესი ძალიან გაიწელა დროში (ასეთი პირი უჩანს), რაგბისადმი ინტერესი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაიკლებს. სიმართლე გითხრათ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგებთ, შესაბამისად ძალიან დიდი სურვილი მივიდე სტადიონზე და უყურო მხოლოდ ერთი გუნდის დომინირებას, მითუმეტეს თუ ამ შეხვედრას რაღაც დოზით პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ნაღდად არ მაქვს. ასე რომ სახლში დარჩენას და ტელევიზიით ყურებას ვამჯობინებ ალბათ. ესაა რეალობა.
ზაალი
07 მარტი 2017 10:43
0
ესპანეთთან შემადგენლობას გადახედე და შეადარე ჩვენ ოპტიმალურ შემადგენლობას
jj-s
07 მარტი 2017 09:48
0
მარტო საქართველოს რო უნდა ექვსი ერი ეგრე არ გადაწყდება უნდა ერთა თასის სხვა ქვეყნებიც უნდა დადგნენ გვრში მაგ იდეას
guro
06 მარტი 2017 23:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული