მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნითი ორი მატჩისთვის, რომელსაც "ბორჯღალოსნები" რუსეთსა და რუმინეთთან ჩაატარებენ, გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრები 12 მარტს რუსეთს თბილისში უმასპინძლებს, რუმინეთს კი სტუმრად 19 მარტს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში 31 მორაგბე გამოიძახა, რომელთა შორის სამი გამოცდილი ლეგიონერი: მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და ზურაბ ჟვანიაა. ნაკრებიდან კლუბს დაუბრუნდა შალვა მამუკაშვილი, ახალბედა იოსებ მათიაშვილს კი "შვიდკაცამ" უხმო.

მილტო ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"ნდობა ყველა ახალბედამ გაამართლა. მათ
ჩინებულად გამოიყენეს შანსი და უნარ-ჩვევებით მწვრთნელებს თავი მოაწონეს. უბრალოდ, დასკვნითი ორი მატჩისთვის უფრო გამოცდილი მორაგბეების დამატება ვამჯობინეთ და ამის გამო მოვიწვიეთ ნარიაშვილი და გორგოძე.

ჟვანია მამუკაშვილს შეცვლის, რომელიც ახალ კლუბ "ტულონში" სამედიცინო ჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა.

რაც შეეხება დაშავებულ შარიქაძეს, ვაკვირდებით. ცოტა მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ არა თამაშს, ეს კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება", - აცხადებს ჰეიგი.

საქართველო-რუსეთის მატჩი 12 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება საიტ TKT.ge/geovrus-ზე და სტადიონის სალაროებში (ყოველდღე, 11:00-19:00).

საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), სანდრო თოდუა (ლელო სარასენსი), ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (რუსთავის ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისის ბაგრატი), გიორგი ბეგაძე (ბოლნისის ყოჩები), ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი).

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი).
მკითხველის კომენტარები / 19 /
ცდები კახა მამუკა ყველა თამაშზე ვერ ითამაშებს მარტივი მიზეზის გამო .ახალგაზრდებს მისცემენ უფრო მეტ დროს .რაც შეეხება კუნძUლებზე კიდევ თუ მოგვცენ ტესტები იქ მამუკა არამგონია წავიდეს იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ ფრანგულ კლუბებს
ასე,რომ მამუკას ცენტურიუნობა უახლოეს 3 წელიწადში ოდნავ საეჭვოა. იმედია ვცდები.
giorgi9
09 მარტი 2017 19:35
0
გახდება ცენტურიონი 5-6თამაში მსოფლიოზე იაპონიაში მანამდე რუმინეთი რუსეთი 4 ეს 10 2 წელიწადში ტურნე სამხრეთ ამერიკაში ტესტესტები მოიმატებს უეჭველი ესეც კიდე ერთი 8-9 თამაში მსოფლიოს მერე კიდე უფრო საპატიო გახდება ჩვენთან თამაში ბობოლებისთვის და ესც ცენტურიონი მაგრ რამე ქართული შესაბამისი მოვიფიქროთ უნდა ცენტურიონებზე "იტალიელებმა იოცნებონ"
კახა
08 მარტი 2017 23:19
0
რატომ იკბინები? არ მოგბეზრდა? ბოღმიანი ადამიანების ადგილი არ არის რაგბის ქომაგებში.
gogs-s
08 მარტი 2017 11:55
0
არ იძახებენ, ჩივის ხალხი. იძახებენ ისევ პროფესორობენ. რუსეთს არ ედებე მარტო პატივი. ახალგაზრდებსაც, ვინც მის გვერდზე ითამაშებს. და მაყურებელსაც.
რეზო
08 მარტი 2017 11:55
0
მამუკას გამოძახებას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1) არ ვართ განებივრებული დიდი სპორტით და ვარსკვლავებით ზოგადად თბილისში და წელიწადში ერთხელ რომ მაინც ვნახოთ საქმეში ჩვენი ბიჭები ამის სიამოვნებას გვაძლევს რაგბის კავშირი. 2) მარკეტინგული გათვლა-მამუკას სახელი უქვე აფიშაა და რომ დაწერონ აფიშაზე: "12-ში ითამაშებს მამუკა გორგოძეო"-"საქართველო-რუსეთის" ნაცვლად-მხოლოდ მაგიტომ უნდა მივიდეს ხალხი სტადიონზე. 3) ეშმაკს არ სძინავს და მაინც ჯობს გვყავდეს ბირთვი რა იცი რა ხდება:)) 4) შეთამაება ბიჭებთან-არ ირდება მამუკას მარა სხვა ბიჭებს სჭირდებათ ეს. 5) ახალგაზრდებისათვის მამუკას გვერდით თამაშI უდიდესი პატივი და მოტივაციაა და 6) ჩვენთვის გულშემატკივრისთვის ეს სიამოვნებაა. მოკლედ მამუკამ უნდა ითამაშოს საქართველოში და დარწმუნებული ვარ რომ ეს მამუკასაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს
xvistani
08 მარტი 2017 11:47
0
სამწუხაროდ მამუკა ცენტურიონი ვერ გახდება სულ 69 მატჩი აქვს მგონი ჩატარებული და 31 მატჩის ჩატარებას ვერ მოასწრებს.32 წლისაა თან. ნუ თუ მეორე ხაზში გადაინაცვლებს მაშინ შეიძლება
giorgi
08 მარტი 2017 01:57
0
რუსეთის ნაკრები ესპანეთზე და გერმანიაზე სუსტია და დინამოზე არ უნდა გაიმართოს თამაში,არამედ,სადმე მიყრუებულ სოფელში სჯობდა დასამცირებლად....
სტატუს ქუო
08 მარტი 2017 01:34
0
სად არის ბიწაძეეე, ჩინებული 8 ნომერია
qomaGI
08 მარტი 2017 01:33
0
ასი მამუკასაც უნდა დაუგროვდეს სხვანაირად არ შეიძლება...
კახა
08 მარტი 2017 00:16
0
დავდებთ 100 ქულას? მაშინ ხო კარგია.
თუ არა, მაშინ ჯობდა მე2 შემადგენლობით მოგვეგო თუნდაც მინიმალური ანგარიშით.
jj
08 მარტი 2017 00:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული