საქართველო-რუსეთის მატჩის 28 000 ბილეთი უკვე გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის IV ტურის მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაიყიდა.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 28 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი 12 მარტს "დინამო-არენის" სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტით, tkt.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია "დინამო-არენის" სალაროებში (11:00-19:00).

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

- მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 4 /
28 ათასი კი არა, უკვე 48 ათასი ბილეთია გაყიდული. კარგია რომ ბილეთები იყიდება და ხალხი ესწრება ამ შეხვედრას, მაგრამ "ცუდი" ისაა რომ შედეგი 99%-იანი ალბათობით, წინასწარაა ცნობილი. რუსეთი არაა იმ დონის ნაკრები, რომელთან შეხვედრასაც ამდენა აჟიოტაჟი უნდა ახდეს. რით ჯობია რუსეთის ნაკრები იაპონიის ნაკრებს? არც არაფრით, თუმცა იაპონიასთან არ ყოფილა ამდენა აჟიოტაჟი. გამოდის რომ აქ პოლიტიკაა მთავარი. ეს კი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
anatoli virsshevec
17:26 07-03-2017
0
Ra tqma unda guls uxaria rusets ro ugeb raime sportis saxeobashi ginda ar ginda politikuri asociaciebi mogdis adamians, magram vfiqrob droa rogorc gulshematkivrebma ise motamasheebma bevri movtxovot tavs da tamasa avwiot, agar aris is dro roca mtris xatis dzlevis patriotuli patosi ragbshi povebda asaxvas da gulshematkivaric gulubryvilod bednieri iyo, chven gavizardet nakrebi ganvitarda da chven tu 6 erze gvaqvs pretenzia cota sportuli siamaye unda gamovichinot da rusets amxela yuradgeba ar unda davutmot, iqidan gamomdinare ro susti nakrebi yavs rusets da bevrad agvematebit arc mis dachagvras aqvs raime fasi, gamarjvebas mashin aqvs xibli roca girseul tanabar an shenze dzliers amarcxeb.. Amitom tavi davanebot ragac mgrdzobiare "balevoi tochkebze" apelirebas da meti movitxovot. Ra tqma unda stadioni unda sheivsos da mec mivdivar, magram ara imis sanaxavad tu ra angarishit davangrevt rusebs, aramed imis sanaxavad tu rogor da ra xarisxit gavaketebt amas
Zezva
18:08 07-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული