გოჩა სვანიძე: ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი!

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებთან საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ახალბედა არის მოედანზე, ყოველთვის საბრძოლო შემადგენლობით ვართ. ჩვენი ბიჭების ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი არავის ეპარება. რაც მთავარია, ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი.

მინდა, ყველა გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე მოვა ან ტელევიზორში უყურებს თამაშს, ძალიან ამაღლებულ
განწყობაზე დადგეს, მინდა თითოეულმა მათგანმა სიამოვნება მიიღოს.

რაც შეეხება რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მამუკა ლოსაბერიძის განცხადებას საქართველოს დამარცხებაზე, რა ვიცი, რა გითხრათ. ეს მისი საქმეა, არ ვიცი ასეთი რა საიდუმლო იცის, თუმცა დაუმარცხებელი არავინაა.

- მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები

თუ სწორად განვითარდება, ერთი კონკრეტული მატჩის მოგება ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის ჩვენც", - თქვა სვანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთი ჩვეულებრივი კაცი შენ ხარ გოჩა ამ აზრს რომ გვაჩვევ! რაც არ უნდა ეცადოთ შენ და შენნაირები რუსეთი ძმად და მეგობრად წარმოაჩინოთ არ გამოვა სანამ თქვენი "ძმების" სამხედრო ბაზები არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და არ აღიარებენ საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას, დამუკიდებლობას და სუვერენიტეტს!

მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩი! და მანამდე ჩვენ სტადიონსაც გავავსებთ, რუსეთის ჰიმნზეც ვუსტვენთ და ანგარიშშიც დავანგრევთ!



namdvili zaza
14:50 11-03-2017
0
ჰიმნი და დროშა ქვეყნის სიმბოლოა და როცა მე სტვენით გამოვხატავ ოკუპანტი ქვეყნის უპატივცემულობას,სად ჩანს აქ ,ჩემი უკულტურობა?პირიქით თუ სამშობლო გიყვარს ,შენი ქვეყნის დამპყრობელის ჰიმნს პატივისცემით ( ჩუმათ,სტვენის გარეშე როგორ უნდა უსმინო არ მესმის.
mamulo
20:26 11-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული