მამუკა გორგოძე: მობილიზება გვმართებს... რუსეთის ნაკრები კარგი გუნდია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა მამუკა გორგოძემ დღეს, 11 მარტს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
- მილტონ ჰეიგი: ახალგაზრდა მორაგბეები დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ

"გუნდის მოტივაციასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მე წელს პირველად მიწევს თამაში, მაგრამ ეს რაგბია და ის ისეთი
თამაშია, ყოველთვის მოტივირებული უნდა იყო, თორემ აუცილებლად წააგებ.

შეიძლება მეტოქეს 10-ჯერ მოუგო, მაგრამ მე-11 მატჩი დათმო. ვნახეთ რუსეთის თამაშები და საკმაოდ კარგი გუნდია. ამიტომ, პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზება გვმართებს", - თქვა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ თამაშით? ექვსი ერი, შორს ჩვენგან!
merabi
19:50 12-03-2017
0
სავსებით ნორმალური,ადეკვატური რეაქციაა რუსეთის სახელმწიფო(!)ჰიმნზე სტვენა.ეს არის საკმაოდ ფარგლებში გამოხატული პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და არაფრით არ ნიშნავს უკულტურობას,უგუნურობას,,,ურა-პატრიოტიზმს,,ომისკენ მოწოდებას და ა.შ....და საკამოდ გაუგებარი იქნებოდა გაჩუმება!ადამიანმა უნდა დააფიქსროს საკუთარი პოზიცია მეზობლის აგრესიული პოლიტიკის,ოკუპაციის წინააღმდეგ და თუ გაჩუმდება,მაშინ უგრძნობია და მტერი,კრემლი ჩათვლის,რომ გონებაც დაბინდული აქვს ქართველს.....პ.ს.და ასევე არავითარ შემთხვევაში ცალკეული რუსი მორაგბის გვარის გამოცხადებისას არ იქნება გამართლებული სტვენა.სულ მცირე ჩვენ არ ვიცით მათი დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკის მიმართ და....
ზაზა
14:56 12-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული