საქართველო-რუსეთის მატჩის 44 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩზე დასასწრები 44 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირმა მოგვაწოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი "დინამო არენაზე" 12 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტით Tkt.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია "დინამო არენის" სალაროებში.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მათ მივმართავვინც ჰიმნზე სტვენას გვიშლით---ისრაელში რომ,პალესტინელი მაგ.ფეხბურთელები ჩავიდნენ და სტადიონზე მათი ჰიმნი დაუკრან,ნეტა რას იზამს მაყურებელი?და თუ მოინახება 1 მაინც ისრაელის მოქალაქე ,რომელიც ჰიმნის პატივისცემისკენ მოუწოდებს ებრაელებს.რუსეთი დამპყრობელია,დამპყრობლის ჰიმნს ყველა ნორმალური ადამიანი უარყოფითად ხვდება,
mamulo
20:46 11-03-2017
0
სად ხვდება გააჩნია ნუ შემშალეთ ბიჯო. ანუ რა-კაცნი აღარ ვართ, ხმალი აღარ გვიჭრის და ჰიმნის სტვენით მაინც ვიჯეროთ გული თუ რა ჯანდაბაა. ჰიმნის სტვენა რამეს ცვლის??? ნუ წამოუდგები ფეხზე და კი ბატონო ეს იქნება კარგი ფორმა პროტესტის მარა ღრიალი და სტვენა და გინება???
xvistani
22:10 11-03-2017
0

სიახლეები პოპულარული