"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ რუსეთს ანგარიშით 14:0 ამარცხებს.

"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშის გახსნა მალევე მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა.
გიორგი კოშაძის ლელო
Sportall.Ge

მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.

26-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა. მერაბ კვირიკაშვილმა ულამაზესი სოლო რეიდის შემდეგ, სადაც რამდენიმე რუსი მორაგბე ჩამოიტოვა, პასი ვასილ ლობჟანიძეს მისცა, რომელსაც ლელოს დამიწება არ გასჭირვებია. კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად შეასრულა -
14:0.

ტაიმის მიწურულს რუსებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ჯარიმა არაზუსტად შეასრულეს.

საბოლოოდ ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 14:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთის არაფრისმომცემ ნაკრებთან თითქმის გარანტირებული სამოგებო თამაშით ხელოვნურ აჟიოტაჟს ქმნით და პატივმოყვარეობის ჭიას იკლავთ,თორემ არ უუნარო ნაკრებს სადმე ჭალადიდის სოფლის სტადიონზე ვეთამაშებოდი და არა რინამოზე...
status quo
19:00 12-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული