"ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.

მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
რა დაემართათ ტო, სულ სხვა თამაშს ველოდი და სულ სხვა თამაში ვნახე. იმედია რუმინეთთან გამოასწორებენ. 6 ერისგან კიდე ძაან შორს ვყოფილვართ სამწუხაროთ.
იკო
23:46 12-03-2017
0
მოგება მოგებაა, მაგრამ სტადიონზე მისული 50 000 მაყურებელი მეტს იმსახურებდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენებს თამაში ეზარებოდათ. რაქების გასუფთავება არ ვარგოდა. მათი შერკინება ერთხელაც ვერ მოვიგეთ. ჩვენი ტრადიციული კოზირი, მოლი ვერცერთხელ გამოვიყენეთ, მიყოლა კვლავ არ ვარგა. უკმაყოფილო ვარ თამაშის ხარისხით. არ გაგიკვირდეთ, რუმინეთმა რომ მოგვიგოს.
gogig
23:49 12-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული