Walesonline საქართველო-რუსეთზე: 55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Walesonline "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი, რომელშიც საქართველომ ანგარიშით 28:14 იმარჯვა, ბრიტანულმა გამოცემამ კიდევ ერთ არგუმენტად მოიყვანა, თუ რატომ უნდა მიიღონ "ბორჯღალოსნები" "ექვს ერში".

"55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად", - სწორედ ასე ასათაურებს საიტი სტატიას, რომელშიც დღევანდელი მატჩია განხილული.

- მერაბ კვირიკაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი რუსეთთან მატჩში [VIDEO]
- "ბოჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]
- საქართველო-რუსეთის მატჩის დროს
ბიჭმა გოგონას ხელი სთხოვა [VIDEO]

- ქართველი ქომაგების "მოკითხვა" პუტინს საქართველო-რუსეთის მატჩიდან [VIDEO]

"რაგბი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა რუსეთთან თამაშს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრები "ექვსი ერისკენ" მიიწევს და ამაში ხელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უწყობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი მზადაა, 8,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს საქართველოს ელიტაში დამკვიდრებისთვის.

და მაშინ, როცა იტალია კვლავ მარცხდება საფრანგეთთან 18:40, საქართველოში რაგბი უფრო ვითარდება", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1)ჩვენ ვთამაშობთ ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ნასაზავით, გორგოძე და ნემსაძე გუშინ იყვნენ როგორც "ლენინი ბავშვებში". და ამ შეუთამაშებლობას ვაბრალებ Gაშვებულ 2 ლელოს.
2) რუსებს აშკარად დაეტყოთ ევროპული კლუბების ლიგაში მათი კლუბის თამაში. იმედია გამოფხიზლდებიან და ჩვენს კლუბებსაც დააფინანსებენ სათანადოდ, რომ მაქ ჩვენც შევაღწიოთ.

წარმატებები რუმინეთთან! რიჩი დიქსონის დროინდელი დაცვა მინდა რუმინეთთან :)
ქუთაისელი
16:15 13-03-2017
0
ვერ ერკვევით რაგბში და უაზროდ აკომენტარებთ უმრავლესობა. ვერ გავიგე ჭაობში დარჩენა და ძველს სტილში რუსებისა თუ რაგბი ევროპის სხვა ერების განადგურება გინდათ მარტო და მორჩა? თუ არა და გაჩუმდით და აიტანეთ როგორმე ეს გარდამავლი ეტაპი სანამ ახალი თაობის მოსვლა-დამკვიდრებასტან ერთად რადიკალურად ვიცვლით სტილსაც ასეთი პროცესები კი უმტკივნეულოდ არ ხდება. ჰო რაც შეეხება რეპორტაჟის რეჟისურას 10 ბალიანით ვუწერ გაჭირვებულ სამიანს. გულშემატკივრის უნუკალურ პერფორმანსს რომელიც ანთებული თელეფონებით მოეწყო და თანღებად გადაუარა ტრიბუნებს ძალიან დიდი ეფექტი შეეძლო მოეხდინა რაგბის მამებზე მაგრამ რეჟისორმა რატომღაც ეს ყველაფერი უბრალოდ დააიგნორა.
0

სიახლეები პოპულარული