Walesonline საქართველო-რუსეთზე: 55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Walesonline "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი, რომელშიც საქართველომ ანგარიშით 28:14 იმარჯვა, ბრიტანულმა გამოცემამ კიდევ ერთ არგუმენტად მოიყვანა, თუ რატომ უნდა მიიღონ "ბორჯღალოსნები" "ექვს ერში".

"55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად", - სწორედ ასე ასათაურებს საიტი სტატიას, რომელშიც დღევანდელი მატჩია განხილული.

- მერაბ კვირიკაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი რუსეთთან მატჩში [VIDEO]
- "ბოჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]
- საქართველო-რუსეთის მატჩის დროს
ბიჭმა გოგონას ხელი სთხოვა [VIDEO]

- ქართველი ქომაგების "მოკითხვა" პუტინს საქართველო-რუსეთის მატჩიდან [VIDEO]

"რაგბი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა რუსეთთან თამაშს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრები "ექვსი ერისკენ" მიიწევს და ამაში ხელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უწყობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი მზადაა, 8,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს საქართველოს ელიტაში დამკვიდრებისთვის.

და მაშინ, როცა იტალია კვლავ მარცხდება საფრანგეთთან 18:40, საქართველოში რაგბი უფრო ვითარდება", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სტატიის ბოლოში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი და ლინკი. არღვევთ საავტორო უფლებებს და თქვენ თვითონ გაქვთ ლინკი "მასალის გამოყენების პირობები". ჯერ თქვენ დაიცავით სხვისი მასალის გამოყენების პირობები
0
ის რატომ ვერ დაინახეთ ბილეთიან ხალხს ხან დაუკეტეს ხან გაუღეს კარები. შემდეგ ყველას გაუღეს ბილეთიანსაც და უბილეთოსაც. ზედახორა, ჭყლეტვა, ბავშვიან მშობლებზე ზედ გადავლა, უბილეთოების მხრიდან იარუსებზე გაჩერება და გზის გადაკეტვა, ისეთი არეულობა შექმნეს ფული აცალეს ხალხს და გაამწარეს. ჯერ ორგანიზება ისწავლეთ თამაშის
Датвиа
09:04 13-03-2017
0

სიახლეები პოპულარული