რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუმინეთი "ბორჯღალოსნებს" სიურპრიზს უმზადებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები კვირას, 19 მარტს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურში სტუმრად დაუპირისპირდება რუმინეთის ეროვნულ გუნდს.

"ბორჯღალოსნებმა" ამ მატჩისთვის მზადება 14 მარტს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს. ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს გუნდისთვის ახალი არავინ დაუმატებია.

სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულები გახდებიან. "ბორჯღალოსნებს" ხელს ფრეც აძლევთ.

რუმინეთის ნაკრებმა გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ზედ სამი ლეგიონერიც დაამატა, რომლებმაც წინა ტურში ბელგიასთან მატჩი გამოტოვეს. ესენია: ოთარ ტურაშვილი (კოლომიე), ანდრეი ურსაკე (კარკასონი) და ვლად ნისტორი (ალბი).
ამათგან პირველი ორი პირველხაზელია, ნისტორი კი მესამე ხაზში თამაშობს.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩი განსხვავებული იქნება. ქართველებს მსოფლიოს თასის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. ამიტომ ჩვენი მორაგბეები ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი იქნებიან. ისინი მოედანზე ხარისხიანი რაგბის სათამაშოდ და ამით სიამოვნების მისაღებად გამოვლენ.

ვიცით, რომ ძნელი მატჩი გველის, თუმცა ჩვენ შინ ვთამაშობთ, საკუთარი ქომაგების წინაშე და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - თქვა რუმინელთა თავკაცმა ლინ ჰოულსმა.

მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს საქართველოს ნაკრებთან მატჩში რუმინეთის ნაკრების კაპიტანი ფლორინ ვლაიკუ:

"გვინდა, საქართველოს ნაკრები დავამარცხოთ. ჩვენ საკმაოდ ცუდი მოგონებები გვაკავშირებს ამ გუნდთან. შარშან მათთან სირცხვილი ვჭამეთ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რომ რამე გამოვასწოროთ. შინაურ კედლებში ვთამაშობთ და ეს უპირატესობაა.

თუ ამ დღეებში სათანადოდ მოვემზადებით, შეგვიძლია ყველას ლამაზი სიურპრიზი შევთავაზოთ. ვიცი, რომ ბევრი არავითარ შანსს არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი და გუნდის ძალის".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება ბუქარესტში, კვირას, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
N9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)
N10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
N12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
N11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)
N15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

რუმინეთი
პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე (ორივე-კარკასონი), მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი)
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ვლად ნისტორი (ალბი), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა)
N9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)
N10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა)
N12-13: ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)
N11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)
N15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური
18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია

19 მარტი
რუმინეთი-საქართველო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2
2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3
3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0
4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0
5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0
6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
აბა ვინ მიხვდება რა სურპრიზი შეიძლება შესთავაზო დღევანდელ გარდამავალ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს დასამარცხებლად?

ტემპი! მაღალი ტემპი! რომლითაც ესპანეთმაც კი გაგვთიშა პირველ ტაიმში

აქვს კი გერმანიასთან წამგებ რუმინეთს ამისი რესურსი დღეს?
ragbi rugbi
16 მარტი 2017 17:54
0
ძალიან კარგია ახალგაზრდებს რომ ვაძლევთ შანს თავის გამოჩენის, ასეც უნდა იყოს, ჯანსაღი პროცესია რათქმაუნდა, მაგრამ რაც დავაკვირდი ესპანეთთან და რუსეთთან უფრო მეტს ველოდი ახალგაზრდა თაობისგან როგორც შეტევაში ასევე დაცვაში, ძალიან დიდი ტექნიკური წუნი შეიმჩნეოდა სწრაფი აზროვნება და სწრაფი ბურთის გადწოდება ჩემი აზრით ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა იქნეს დათმობილი
Gio
16 მარტი 2017 11:46
0
ამ მეორე ხაზში კაციშვილი სამი კაცი რო გვყავს სულ, აგერ ტავბერიძე თამაშობს პროდ 2 ში და გამოეძახებინა ზრდილობის გულისტვის, გაგვესინჯა, რა იქნებოდა.
არსენი
15 მარტი 2017 21:27
0
ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა ამიტომაც რუსეთთან არ იყო გამარჯვება შთამბეჭდავი.ჰეიგი სწორედ იქცევა ბიჭებს შეთამაშება სჭირდებათ.რუმინეთთან მოვიგებთ.საქართველოს გაუმარჯოს.

მახო
15 მარტი 2017 18:19
0
რეიტინგში სხვაობა ითვლება მასპინძელს +3 ქულა ემატება და შემდეგ სხვაობით. თუ შემდეგ ერთნაირი ქულები აქვთ წაგება -1 და მოგება +1. თუ განსხვავებული ქულები აქვთ, სხვაობა იყოფა 10ზე. მაქსიმუმ 2 ქულა და ერთს აკლდება მეორეს ემატება. მაგალითად, თუ ერთს აქვს 70 მეორე 65 და 65 ქულიანია მასპინძელი. მასპინძლის მოგების შემთხვევაში 68-70=-2 -2/10=-0.2 1-(-0.2)=1.2. 1.2 დაემატება 65 ქულიანს და იგივე დააკლდება 70 ქულიანს. თუ 70 ქულიანი მოიგებს 70-68=2 2/10=0.2 1-0.2=0.8 0.8 დაემატება და იგივე დააკლდება 65 ქულიანს. 15 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვების (მარცხის) შემთხვევაში საბოლოო ქულა მრავლდება 1.5.ზე
Vas
15 მარტი 2017 17:25
0
დარიცხვის წესი მსოფლიო რაგბს უდევს თავის საიტზე. არსებობს რამდენიმე კარგი საიტი სადაც შეგყავს რეიტინგები და გეუბნება 2 გუნდის ციფრების შეყვანისას რომელს რამდენი ერიცხება მოგება წაგებაზე. საიტს ვერ ვწერ იმიტო იბლოკება.
giga
15 მარტი 2017 17:20
0
რამაზ ,შენ ალბათ რეიტინგში ქულების დარიცხვის წესიც იცი.თუ იცი ,იქნებ ჩვენც აგვიხსნა,თუ არა და რაც დაპოსტე ,ეგეც საინტერესოა და მადლობას გიხდი.
ახლა კი ფრანსეს ვეკითხები,რატომ გავუშვით გამარჯვების შანსი?ჩვენ ფრეც გვკმარა გამარჯვებისათვის,მაგრამ ფრეზე არც არავინ ფიქრობს,რაც შეეხება თამაშის ხარისხს,ჰეიგი ახალგაზრდებს სცდის,აჩვევს ნაკრებში თამაშს და რა თქმა უნდა შეთამაშება მოიკოჭლებს,მისი გამოსწორება კი მხოლოდ პრაქტიკით მიიღწევა.არა მგონია,მაგრამ შეიძლება რუმინეთთანაც წავაგოთ,არც ეგ არის მთავარი,მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატია
და სწორედ საიქაოდაა საჭირო ახლანდელი გადახალისებული შემადგელობით ახალი სათამაშო სტილის ათვისება.შეხედეთ უკვე რამდენი კანდიდატია თითო სათამაშო ადგილზე,ადრე კი ორი სამი კაციც რომ დამტვრეულიყო,გუნდს უკვე აშკარად ეტყობოდა მათი არ ყოფნა.ახლა?ახლა მამუკასაც კი ხანდახან იძახებენ,რომ ნაკრებს არ გადაეჩვიოს.სწორედ ეს არის ზურგის სიღრმე და ამისკენ ისწრაფის მილტონ ჰეიგი.სადაც ექსპერიმენტია,იქ ხანდახან წარუმატებლობაცაა,მაგრამ კვლევაში უარყოფითი შედეგიც შედეგია და მის ანალიზს მოჰყვება საბოლოო დადებითი შედეგი.ამ გზაზეა დღეს ჩვენი ნაკრები და შედეგი მსოფლიოს თასზე გამოჩნდება.მჯერა რომ დადებითი,რუმინეთს კი მაინც მოვუგებთ,შეიძლება ისე ვერა,როგორც შარშან,მაგრამ მოვუგებთ.ამისი ძალა ამ ნაკრებს ნამდვილად აქვს.
სოსო რამაზს
15 მარტი 2017 16:54
0
ლუკა მოდი ასომთავრულად კაცურად! დაგისერ და თუ გაიგებ რამსე ლუკაც ასომთავრულიდან იწყება აბა თუ იცი ლუკა ასომთავრულად ,ვიცი მალე დაამუღამებ.ეხლა რამაზის მიერ დადებული ცხრილსა გამო,უნდა Dღე და ღამ "უჩიჩინონ",ეროვნული ნაკრების ლომ ბიჭებს, ჩვენთვის მართლა მოტივირებული გამარჯვების აუცილებლობაზე დაკებთან, 15 ქულიანი სხვაობით,იაფონიის წინწასწრებით იაფონიაში მსოფლიოს ჩემფიონატის დაწყებისა წინ.რამაზ მართლა მაგარი არგუმენტი დაგვიდე ქართველებს გაიხარე ქართველო,ვიხაროთ ერთ ძალად,აწი მაინც
I Am Georgian-France
15 მარტი 2017 16:21
0
რამაზ, გაიხარე!
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა რეიტინგის თაობაზე.
ხშირად დაწერე ხოლმე!!!
მიშა - რამაზს
15 მარტი 2017 15:18
0
საიტის მესვეურნო სიმარტლე არ უნდა გვწყინდე,გასააროებული გვაძლიერებს.ბრძნობა ქარაგმულად დაწერილი კი არაა,არამედ ის ნაწერი რომელიც გამოგვადგება აეროვნულად საქმეში.თქვენ მოდერატორებო უკვე მოაზროვნე ქართველები ხართეროვნულ მესიჯებს რომ აქვეყნებთ და გეწყინათ რომ რამაზი შევაქეთ ამის წინა ჩემს ფოსთსში და ქგუნდის ქოაჩების და თქვენი საქმე გააკაეთ აუნაზღაურებლად,ეს გეწყინათ,ამგვარ "თანადგომაზე" თქვენი გარჯის დაკნინების მცდელობით, არ გამიმახვილებია ყურადღება მთავარი დროულად ერთის მიერ "საჭიროს",ეროვნულად დადებითი შედეგის დამდების ნათქვამისა, სხვათა მიერ გაგონებით ესაა ურთიერთთანადგომის დედა აზრი,და თუარ გასაჯაროვდა რამაზისნარი კაცის რჩევა მის შექებით"თუნდაც არამკითხედ,ფასი არც აქვს დროულად ნასჯაბაასებს."კეთილისმსურველისგან"შექებული ადამიანი კი,შემდგომში "მთებს ანგრევს" აზროვნების და ქმედების "სიძლიერის"გაასმაგებითი სიკეთის მოტანით,თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც, ხალხისათვისაც.ჩემი თავის "შექების" გამოცდილებიდან ვიცი.
GB
15 მარტი 2017 15:03
0

სიახლეები პოპულარული