"ბორჯღალოსნებმა" ამ მატჩისთვის მზადება 14 მარტს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს. ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს გუნდისთვის ახალი არავინ დაუმატებია.
სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულები გახდებიან. "ბორჯღალოსნებს" ხელს ფრეც აძლევთ.
რუმინეთის ნაკრებმა გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ზედ სამი ლეგიონერიც დაამატა, რომლებმაც წინა ტურში ბელგიასთან მატჩი გამოტოვეს. ესენია: ოთარ ტურაშვილი (კოლომიე), ანდრეი ურსაკე (კარკასონი) და ვლად ნისტორი (ალბი).
"საქართველოს ნაკრებთან მატჩი განსხვავებული იქნება. ქართველებს მსოფლიოს თასის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. ამიტომ ჩვენი მორაგბეები ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი იქნებიან. ისინი მოედანზე ხარისხიანი რაგბის სათამაშოდ და ამით სიამოვნების მისაღებად გამოვლენ.
ვიცით, რომ ძნელი მატჩი გველის, თუმცა ჩვენ შინ ვთამაშობთ, საკუთარი ქომაგების წინაშე და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - თქვა რუმინელთა თავკაცმა ლინ ჰოულსმა.
მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს საქართველოს ნაკრებთან მატჩში რუმინეთის ნაკრების კაპიტანი ფლორინ ვლაიკუ:
"გვინდა, საქართველოს ნაკრები დავამარცხოთ. ჩვენ საკმაოდ ცუდი მოგონებები გვაკავშირებს ამ გუნდთან. შარშან მათთან სირცხვილი ვჭამეთ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რომ რამე გამოვასწოროთ. შინაურ კედლებში ვთამაშობთ და ეს უპირატესობაა.
თუ ამ დღეებში სათანადოდ მოვემზადებით, შეგვიძლია ყველას ლამაზი სიურპრიზი შევთავაზოთ. ვიცი, რომ ბევრი არავითარ შანსს არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი და გუნდის ძალის".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება ბუქარესტში, კვირას, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
N9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)
N10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
N12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
N11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)
N15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)
რუმინეთი
პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე (ორივე-კარკასონი), მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი)
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ვლად ნისტორი (ალბი), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა)
N9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)
N10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა)
N12-13: ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)
N11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)
N15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური
18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია
19 მარტი
რუმინეთი-საქართველო
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2
2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3
3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0
4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0
5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0
6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტემპი! მაღალი ტემპი! რომლითაც ესპანეთმაც კი გაგვთიშა პირველ ტაიმში
აქვს კი გერმანიასთან წამგებ რუმინეთს ამისი რესურსი დღეს?