მარიუს ტინკუ: ქართველებთან თამაშისას საჭიროა თავგანწირვა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტშია, სადაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 19 მარტს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე დაიწყება.

- მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"

რუმინეთის რაგბის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის, წარსულში "სტეჟარის" ერთ-ერთი ლიდერის მარიუს ტინკუს ინტერვიუ. აი, რას ამბობს ყოფილი შერკინების კვაჭი ქართველებთან მომავალ თამაშზე:

"ბოლო წლებში ნაკრებში თამაშისას საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხება ვერაფრით შევძელით. ახლა მინდა, ამას მწვრთნელის რანგში მივაღწიო. ყველა ამბობს, რომ ისინი ჩვენზე ძლიერები არიან ყველა ასპექტში.
ვნახოთ, ჩვენ გვინდა საწინააღმდეგო დავამტკიცოთ...

მორაგბეებს ვეუბნები, რომ ქართველებთან თამაშისას საჭიროა თავგანწირვა. ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავამარცხებთ. ისინი თავგანწირვით ითამაშებენ, ეს მათი სტილია. ძლიერები არიან და, თუ ფიზიკურ ბრძოლაში წინააღმდეგობა ვერ გაუწიე, დამარცხდები.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები ამას გაითვალისწინებენ და კვირას ყველაფერი კარგად იქნება.

ასევე მინდა მოვუწოდო ქომაგებს, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. როცა სტუმრად ვთამაშობთ ქართველებთან, სტადიონი მუდმივად გადაჭედილი გვხვდება. ამას გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მჯერა, ქომაგები ჩვენი თამაშის სანახავადაც ბლომად მოვლენ. ყველანაირად ვეცდებით, ისინი არ გავაწბილოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბლომადო? ეგრე თქვა? :)
giorgi
02:18 19-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული