"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
6 ერში ამ ნაკრებით არასოდეს მიგვიღებენ!
nugzar calkbilashvili
19 მარტი 2017 19:38
0
ამ ნაკრებს უნდა 6 ერში თამაში? სირცხვილია!
nugzar sunadze
19 მარტი 2017 19:37
0
ყველაფერს და ყველას აქვს თავისი ვადა და შესაძლებლობა..... ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მწვრთნელი ვეღარ ქაჩავს. ეხლა როტაციააო არ მითხრათ. დღეს ძირითადი ნაკრები თამშობდა. მარტო ძირითადი 3 ნომერი გვაკლდა. ბოლო თამაშები განვიხილოთ და მითხარით სად, რომელ თამაშში ჩანდა მწვრთნელის ხელი, რაიმე ტაქტიკა? ბიჭები უბრალოდ თავის ჯიგრით და ინდივიდუალიზმით ახერხებენ, რასაც ახერხებენ. იაპონია, რუსეთი, რუმინეთი, შოტლანდია..... ყოვლად უსახური თამაშები, სადაც მწვრთნელმა ვერაფერი მოიფიქრა გუნდისთვის სასარგებლო. ეხლა გერმანიას საერთოდ უმწვრთნელოდაც მოუგებენ. სანამ დროა გამოცვალეთ მწვრთნელი, ორ წელში მსოფლიოა და შევრცხვებით, გაისად უკვე გვიან იქნება.
გამოცვალეეეთ!!!!!
19 მარტი 2017 19:33
0
ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა.თამაშის ამ ხარისხით ექვს ერზე შეგვჭამენ. ამდენი დერეფნის წაგება რა უბედურება იყო ან ამდენი შეცდომა მარტივ სიტუაციებში. მოკლედ ექვს ეზე ჯერჯერობით პრეტენზია ტყუილად გვაქვს
რეზო
19 მარტი 2017 19:31
0
მერე ვიძახოთ დათვები დავამარცხეთო! რუსებს რომ არ დაედოთ მეორე ლელო , ეხლა ხომ ვიქნებოდით პირველ ადგილზე და თამაშიც უფრო ლაღი (ანუ ჩვენთვის სასურველი) იქნებოა
pele
19 მარტი 2017 19:28
0
კარგია, ძალიან მოვინდომეთ და წავაგეთ, ზეპირად ისწავლეს ყველა ძლიერი და სუსტი მხარე ამათმაც და რუსებმაც, საერთოდ რა გვინდოდა რომ ჩავედით? რომელ კომპონენტში გამოგვივიდა რამე???
esee
19 მარტი 2017 19:26
0
ექვს ერს შევხედოთ თბილისში 38-9 რუმინეთთან მოგებული მატჩიდან გამომდინარე ზაზა.
zaza,s
19 მარტი 2017 19:25
0
ძაან უაზრო და ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს დაკიდებული ბურთი ვერცერთი ვერ აიღეს, შერკინებაში პირველ ტაიმში დაგვჯაბნეს, ბევრუ აუტი წავაგეთ, მეკოს ყველა ბურთი აეჭრა ჩვენი 22 იდან... ერთ თამაშსი ამდენი შეცდომა შედეგზეც აისახა, თუმცა მსაჯით მასპინძლისადმი მიკერძოებული იყო, ბევრი შემთხვევა იყო აფსაიდიდან როცა თამაშობდნენ და ერთი არ დააჯარიმა, და ბოლოს შერკინებში ჯარიმა ცოცხალი თავით არ დადო, იგრძნობოდა რომ თამაშის ამ ანგარიშით დაამთავერება სურდა თუმცა ეს ჩვენს ნაკრებს არ ამართლებს...
დათო
19 მარტი 2017 19:24
0
უაღრესად სამწუხაროა, მაგრამ სადღაც ლოგიკურიც, წინა შეხვედრებში სუსტ გუნდებთან ბევრ შეცდომებს ვუშვებდით, რუმინეთმა არ გვაპატია. კარგი იქნება მწვრთნელი სწორ დასკვნებს თუ გააკეთებს!
ალეკსანდრე
19 მარტი 2017 19:24
0
დიდი პატივისცემის მიუხედავად კვირიკაშვილი აშკარად აღარ არი რაც სანაკრებო კაცი წელს რამდენი ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა რა არი, მერამდენედ გააფუჭა ჯარიმა თან კარგი გასატანი ყველა თავმოყვარე მორაგბე, რომ გაიტანს თან ლელოსჰიც კარგად იყო დამნაშავე.
me
19 მარტი 2017 19:23
0

სიახლეები პოპულარული