ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მოგების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.

- "ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

ამ გამარჯვებით რუმინეთს საქართველოს მსგავსად 19 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადავიდა. "ბოჯღალოსნებს" 18 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბოლო მატჩში ერთი ქულა (სანუგეშო) მოიპოვეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ტურნირის ორგანიზატორები ტურნირის ჯილდოს "ბორჯღალოსნებს" გადასცემენ, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირების შედეგები ითვლება და არა ბურთების შეფარდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე შეცდა რაგბი ევროპის
ჩემპიონატის ოფიციალური საიტიც, რომელმაც სატურნირო ცხრილში საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა. 

საბოლოოდ კი საქართველოს ტურნირის ჯილდო ჩამოართვეს და რუმინეთს გადასცეს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ექვსი ერის გუნდებთან, რომ წავაგებთ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, უნდა გადავყაროთ ბიჭები? რაც მოხდა გაკვეთილისთვის შეიძლება კარგიც იყოს.
bondo
20 მარტი 2017 13:58
0
წელს რეგრესია აშკარად.ერთა თასის არცერთ მატჩში კარგი თამაში არ გვიჩვენებია. შერკინებამ მოისუსტა, მაგრამ მთავარი მაინც ხელით თამაშის არქონაა. სანამ არ ვისწავლით ხელით თამაშს შეტავისას ერთ ადგილს დავტკეპნით სულ.
dato
20 მარტი 2017 13:17
0
ბორჯღალოსნების წაგება რა თქმა უნდა მეწყინა მაგრამ რუმინელების გამარჯვებაც გამიხარდა, იმიტომ რომ ისინი იმსახურებდნენ ეს ერთი და მეორეც სულ მოგება და მოგება ცოტა მოსაწყენიც ხდება. ზოგჯერ წაგებაც საჭიროა. ისე ბიჭებისა არ ვიცი მაგრამ კვირიკაშვილი კი ჩანდა უმოტივაციო. დარწმუნებული ვარ საჭირო რომ ყოფილიყო მოვიგებდით კიდეც.
გრიშა
20 მარტი 2017 13:12
0
ანუ მამუკა გორგოძეს მოტივაცია არ ქონდა და მაგიტომ წავაგეთ? რატომ გგონიათ რომ 100%-ით მოვიგებდით? დიდი წრომოდგენა ხომ არ გვაქვს ჩვენს თავზე? წავაგეთ და მორჩა ეს ტრაგედია არაა, ეს კარგიცაა ახალგაზრდებმა რომ შეცდომებზე ისწავლონ, უმადურობას გავს თქვენი საქციელი
დათო-ს
20 მარტი 2017 12:45
0
საფრანგეთი-ახალი ზელანდიის ფინალი გამახსენა. ოღონდ იქ კარგად გაერკვნენ ვინ მოიგო თასი:)
ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის! საწყენია წაგება, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. 6 ერისთვის რო მზად არა ვათ, ამაზე თვითონ ჩვენი მორაგბეებიც ცდილობენ ხოლმე მიგვანიშნონ (მახსოვს ინტერვიუ მამუკასთან, სადაც პირდაპირ თქვა ამის შესახებ). თუმცა აქვე მინდა ისიც ვთქა, რომ არ შეიძლება 6 ერის ბოსებზე ზეწოლის მოდუნება. დრო როდესაც მოვა, ნიადაგი უკვე შემზადებული უნდა იყოს. ჩვენ კი ცოტა უფრო შორს უნდა გავთვალოთ და იმედია სამწვრთნელო შტაბიც ამ აზრზეა. მხედველობაში მაქვს 2019-ში მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა. თუ ეს მოხდა, ვფიქრობ, მერე უკვე რეალური იქნება 6 ერში გადასვლაზე ფიქრი.
giglia
20 მარტი 2017 12:37
0
კათ რა ხალხო თტვინი ნუ წაიღეთ ამ წაგებით ან მოგებით წყდებოდა ექვს ერზე ჩვენი ბედი მინიმუმ 2022 წლამდე არა მგონია შანსი მოგვეცეს მე უფრო იმის მეშინია ბიჭების და ქართული მენტალობიდან გამომდინარე მოტივაცია არ ჩაქრეს
tite
20 მარტი 2017 12:19
0
კათ რა ხალხო თტვინი ნუ წაიღეთ ამ წაგებით ან მოგებით წყდებოდა ექვს ერზე ჩვენი ბედი მინიმუმ 2022 წლამდე არა მგონია შანსი მოგვეცეს მე უფრო იმის მეშინია ბიჭების და ქართული მენტალობიდან გამომდინარე მოტივაცია არ ჩაქრეს
tite
20 მარტი 2017 12:12
0
მატჩის შედეგი განაპირობა მოტივაციამ.რუმინელებს გაცილებით მეტი მოტივაცია ჰქონდათ გამარჯვებისთვის, რამაც ისინი უფრო მეტად განაწყო მოგებისთვის და მოიგეს კიდეც.
დათო
20 მარტი 2017 12:00
0
6 ერი დიდიხნით დაივიწყეთ
გიორგი
20 მარტი 2017 11:32
0
კარგი მორაგბეები გვყავს.შეუძლებელია ყოველთვის დაამარცხო მეტოქე.ცაგარელმა თქვა ისევ ძველი ფორმა უნდა ჩაიცვან თუ უნდათ წარმატებებს მიაღწიონო.იქნებ გაითვალისწინონ ცაგარელის რჩევა.
!!!
20 მარტი 2017 11:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული