იტალიას ისევ ვერ დავეჯახეთ - კარგი და ცუდი ვარიანტები "ბორჯღალოსნებისთვის"

AutoSharing Option
ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განაწილდებიან 2019 წლის მსოფლიოს თასის მონაწილე ნაკრებები კალათებში. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიოს რეიტინგმა საბოლოო სახე მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში წაგების გამო 1,22 ქულა დაკარგა და ახლა 72,92 ქულით ისევ მე-12 ადგილზეა. შედეგად, ჩვენი ნაკრები მესამე კალათაში აღმოჩნდა, თუმცა ეს ისედაც ადვილად პროგნოზირებადი იყო.

საინტერესოა, რომ მესამე კალათაში ასევე წინა მსოფლიოს თასის გათამაშების მეოთხეადგილოსანი არგენტინის ეროვნული გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად "პუმებს" იაპონიის მსოფლიოს თასზე
აღარ დავუპირისპირდებით.

მესამე კალათაში არიან ასევე შეჯიბრების ორგანიზატორი იაპონია და იტალია. კარგია, რომ მასპინძელი აგვცდა, მაგრამ ცუდია, რომ იტალიას ისევ ვერ "დავეჯახეთ".

კალათებში გუნდები ასე განაწილდნენ:

I კალათი: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათი: შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, უელსი
III კალათი: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

ამრიგად, ჩვენი ნაკრები ერთ-ერთ ჯგუფში მესამე ნომერი იქნება. ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ პირველ და მეორე ნომრებად ჩვენს ჯგუფში ახალი ზელანდია და შოტლანდია მოხვდებიან. "ოლ ბლექსთან" კიდევ ერთხელ თამაში ჩვენი ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიადი ფურცელი იქნება. შოტლანდია კი, ვფიქრობთ, მეორე კალათში მაინც ყველაზე სუსტია. ეს არ ნიშნავს, რომ მასთან მოგების შანსი დიდია, მაგრამ ფაქტია, დანარჩენები მასზე უფრო ძლიერები არიან.

ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენს ჯგუფში ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ერთად მოხვედრა იქნება. ამასთან ერთად, ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი გუნდები იქნებიან ჩვენს ჯგუფში მე-4 და მე-5 ნომრები. ისინი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფების წილისყრა 10 მაისს, იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართება.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია 94,78
2. ინგლისი 89,53
3. ავსტრალია 86,35
4. ირლანდია 84,66
5. შოტლანდია 82,18
6. საფრანგეთი 82,00
7. სამ.აფრიკა 81,79
8. უელსი 81,36
9. არგენტინა 79,91
10. ფიჯი 76,46
11. იაპონია 74,22
12. საქართველო 72,92
13. ტონგა 71,94
14. სამოა 71,25
15. იტალია 71,17
16. რუმინეთი 70,15
17. აშშ 66,79
18. ესპანეთი 63,05
19. ნამიბია 62,78
20. რუსეთი 62,40

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
საბა

სად ნახე იტალიის ტემპი. მაგათ ტემპი და აჩქარება, რომ შეძლებოდათ ექვს ერზე 1 თამაშს მაინც მოიგებდნენ.
ერთი უკიდურისობიდან მეორეში გადავრბივართ. ჯერ ვაქებდით, ახლა ვლანძღავთ. მართალია, ყველა ვინც წერს, რომ მთავარი მსოფლიოზე ნორმალური გამოსვლაა ანუ 2 მოგება მაინც. შემდეგ, დარწმუნებული ვარ ახალი თაობაც მოვა და უკეთესს რაგბის ვითამაშებთ. ამ იტალიას კიდევ თავი დაანებეთ - მაგათ მომავალი არა აქვთ (სუსტი თაობა ეზრდებათ), თვითონ დაიძირებიან. ჩვენ თავს მივხედოთ.
gogig
23:15 21-03-2017
0
რუმინეთი უფრო მონდომებული იყო.
იტალიასა და საქართვრლოს შორის ის სხვაობაა რაც საწართველოსა და რუსეთს შორის დონეებში. 10-დან 1 ან 2 თამაშს თუ მვიგებთ დღეის მდგომარეობით. ესეთი ჩანს რეალობა. თამაშით უნდა ვრთამაშოთ !!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული