მილტონ ჰეიგი: ახლა ჩვენ გვექნება პატივი, ვუმასპინძლოთ თუნდაც "ოლ ბლექსს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "მსოფლიო რაგბის" ახალი საერთაშორისო (სანაკრებო) კალენდრის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, საქართველოს და მეორე ეშელონის სხვა გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის შესაძლებლობა, ასევე, მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა.

- "მსოფლიო რაგბიმ" ახალი კალენდარი დაამტკიცა - რა შეიცვლება საქართველოსთვის
- New Zealand Herald: "ოლ ბლექსი" თბილისში? ეს შეიძლება მოხდეს

"ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეორე ეშელონის ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისთვის.

ახალი
კალენდრის საკითხს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ და ბედნიერი ვარ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ის უკვე 2020 წლიდან შევა ძალაში.

ამას საქართველოს და სხვა მეორე ეშელონის ქვეყნების თვალით შევხედოთ - წარმოიდგინეთ, რომ ახლა 16 წლის მორაგბე ხართ და დაფიქრდით, რამხელა პერსპექტივას მოგიტანთ ეს ახალი კალენდარი სულ რაღაც 4 წელიწადში.

მაგრამ ახალი კალენდრის უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენ გვექნება პატივი, ვუმასპინძლოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, უელსი, ინგლისი, ირლანდია და თუნდაც "ოლ ბლექსი".

თუ გვინდა, რომ ყოველი შემდგომი მსოფლიოს თასი უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო".

ვიდეოინტერვიუ მსოფლიოს რაგბის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მადლობა ღმერტს გამოჩნდა ადამიანი და კიდევ უფრო მეტი ვართ ვინც რეალურად აფასებს სიტუსციას, კი ბატონო ჰეიგმა დაატყო ხელი ნაკრებს მაგრამ ამ ეტაპზე ეგ აღარ კმარა ბოლო 4 წელია ნაკრების პროგრესი უმნიშშვნელოა და თუ პროგრესი გინდათ ნახეთ იაპონია ირლანდია შოტლანდია სად იყვნენ 4წლის წინდა სად არიან ეხლა,უმადურობა საშინელებაა რატქმაუნდა მადლობა მაგრამ ცვლილებების დროა და ნატურალიზების გარეშე ნაკლებად მოსალოდნელია.
კახა
21 მარტი 2017 19:38
0
მილტონ ჰეიგმა მართლაც ამოწურა თავის შესაძლებლობები,მადლობა იმ გაწეული სამსახურისთვის, უკვე ნაკრებს ჭირდება ახალი მწვრთნელი რომელიც ეგრედ წოდებულ ერთათასის გუნდებს ვაი უით არ მოუგებს, რუმინეთთან წაგება მწიფდებოდა, რუსებმაც მაგრად დაგვჩაგრეს და ჩვენებს არც ეტყობოდათ რომ ჯგუფის ლიდერები იყვნენ, რაც შეეხება მეკოს ხომ შეიძლება ჯარიმა მალაღურაძემაც რომ დაარტყას? ეს კაპიტნის (უკაპიტნობის) ბრალიცაა.
ლაშა
21 მარტი 2017 19:34
0
ერტადერთი რის გამართლებასაც ვერ ვხედავ, კომუნიკაციის გაუარესებაა ნიჟარაძის შემდეგ. მაშინ სისხლ-ხორციანი ურთიერთობა მიდიოდა პრესის საშუალებით. ეხლა სიჩუმე ან ბრტყელი, პოლიტიკოსისი საკადრი კომენტარებია. ჰეიგი უფრო მეტს გვეუბნება (და უფრო გულანთებულიც ჩანს) ხოლმე ვიდრე რაგბის კავშირი.
რეზო
21 მარტი 2017 18:20
0
კი ბატონო უნდა დაუფასდეს შრომაც და ყველას ყოველთვის ისე არ გამოგვდის საქმე როგორც გვინდა, მაგრამ ფაქტია რომ ჰეიგი არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი. მომავალზე რომ საუბრობს და წინ იხედება ეგ კარვია და კი ბატონო მაშინ ჩავაბაროთ რაგბის ბავშვთა აკადემია, ან ახალგაზრდული ნაკრები რომელიმე, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. გუნდს ბოლო თამაშებში არანაირი ტაქტიკა, გუნდურობა, თამაშის გეგმა არ გააჩნია და ამას ყველა ხედავს. სადაც მწვრთნელის გადაწყვეტილებაა საჭირო, ვერსად სწორ გამოსავალს ვერ პოულობს. დონე არ ყოფნის. გავიგეთ რომ კარგი კაცია, საქართველოში ცხოვრობს და ა.შ. მაშინ დიმიტრი გელოვანი დაგვენიშნა. მოკლედ უფრო მაღალი კლასის ტრენერი ჭირდებათ ბიჭებს.
და მაინც
21 მარტი 2017 18:17
0
მოიძიეთ და იქნებ დადოთ ჰეიგის პრეს-კონფერენცია რუმინეთან თამაშის შემდეგ.ასევე ჩამოართვით ინტერვიუ-იქნებ აგვიხსნას თავისი შეცდომები.
mamulo
21 მარტი 2017 17:18
0
100%-ით ვეთანხმები კახას.დროა უფრო კვალიფიციური მწვრტნელი მოვძებნოთ,თორემ მერე გვიანი იქნება"თითებზე კბენა".პროგრესი აღარ ჩანს.
mamulo
21 მარტი 2017 17:15
0
ძმურად არ ვარგა ეს მართლა ეიფორიული ბრტყელი კრიტიკა. ვისაც ცხოვრებაში საქმე გიკეთებიათ და შედეგი მიგიღიათ, სულ ხუთიანზე გქონდათ ყველაფერი სანამ სასურველს მიაღწიეთ. ეს კაციც და სრკ-ც მომავალზე ზრუნავს და არა რუმინეთის დამარცხებაზე დღეს. არ ვიცი რას აპირებენ შიდა რაგბში, ნაკრებს აშკარად ეტყობა დიდი შრომა და თავდადება საქმეში, გინდაც დამარცხებულ თამაშში. სწავლის ძირი მწარე არის...
რეზო
21 მარტი 2017 16:46
0
უბრალოდ დაუკვირდით ჰეიგის ნალაპარაკევს, ადამიანი მხოლოდ წინ იყურება, წინ მიმართული ხედვა აქვს, ხვალინდე და ზეგინდელ დღეზე გათვლილი. საოცრად კარგია ამგვარი მიდგომა საკითხისადმი, ზუსტად ასე იქცა ზელანდიის ნაკრები იმ ფენომენად რომელიც დღეს გვაქვს...
ragbi rugbi
21 მარტი 2017 16:15
0
დროა უფრო კვალიფიციური მწვრთნელის მოსაძებნად და მოსაყვანად დიდი მადლობა მილტონს მაგრამ თამაშის ხარისხის მომატების დინამიკა და ალბათ მოლოდინიც მილტონის ხელმძღვანელობით ძალიან დაბალია ახალი ხედვები სწორი ანალიზი და უფრო მეტი თვითკრიტიკა ეიფორის დრო არ არის როგორ სეიძლებოდა რუმინეთში წაგება სირცხვილილია 6 ერზე გქონდეს პრეტენზია და რუმინეთთან ასე უსუსურად გამოიყურებოდე და კიდე ერთხელ ვენაცვალე ყველა ქართველ მორაგბეს მაგრამ 9ზე 10ზე და 15ზე ნატურალიზება სხვა მხრივ ვტკეპნით ერთ ადგილს უკვე წლებია გაიგეთ ვინმემ ფედერაციაში.
კახა
21 მარტი 2017 16:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული