"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს პირველი დონის გუნდებთან თამაშების რაოდენობა გაეზრდებათ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო პროცესი, რომელშიც "მსოფლიო რაგბისთან" ერთად მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. საქართველოს ინტერესებს საქართველოს რაგბის კავშირი და მისი წარმომადგენელი "რაგბი ევროპასა" და "მსოფლიო რაგბიში" გიორგი ნიჟარაძე იცავდნენ.

"მინდა ყველას მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. 2020 წლიდან პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტი თამაშის ჩატარების და მათი თბილისში ხილვის საშუალება გვექნება. სიახლე არ ეხება მხოლოდ საქართველოს და ამ სიკეთით მეორე დონის
ყველა ნაკრები ისარგებლებს.

ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება პრინციპზე და უშუალოდ რომელი გუნდი როდის გვეწვევა, ეს იაპონიის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაირკვევა.

შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ქვეყნების ნაკრებები, - უთხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურს გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. - საკითხზე აქტიურად მუშაობდა მთელი რაგბის კავშირი და მათ შორის, მეც, როგორც სრკ-ის წარმომადგენელი "მსოფლიო რაგბიში".

საქართველოში სტუმრობისას მარკ იგანი სრკ-ის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს პოზიცია საბოლოოდ დაფიქსირდა, რის შემდეგაც იყო კიდევ ერთი შეხვედრა და "მსოფლიო რაგბიმ" საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გაახმაურა".

ცნობილია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდმა ივნისიდან ივლისში გადაიწია და სწორედ ზაფხულში ეწვევიან ჩვენს ქვეყანას ექვსი ერის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში "ბორჯღალოსნებს" ექნებათ ტურნე ოკეანეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში ან ამერიკაში.

"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, ექვსი ერის წარმომადგენლები ყოველ წელს აუცილებლად ჩამოვლენ. გარდა ამისა, ივლისში გვექნება ტურნეები ოკეანეთსა და ამერიკის კონტინენტზე, ასევე, სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც შესაძლოა, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებებს ვეთამაშოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
გია, ძალიან დააკლდა შენი თავკავობა ქართულ რაგბს!
კოსტა
23:19 25-03-2017
0
მშვენიერი სარაგბო მომავალი გვესახება.
რეზო
13:03 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული