გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის უფროსმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გია ნიჟარაძემ Sportall.ge-სთან იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია

ნიჟარაძე იაპონიაშია და კენჭისყრასაც დაესწრო.

"შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. უელსი, ავსტრალია შეგვხვდნენ და ალბათ, ის ორი გუნდი ფიჯი და კანადა იქნება. ეს ჯგუფი ჩვენი ამოცანების განხორციელებას გაგვირთულებს.

თუმცა, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ისეთ გუნდებს, როგორიც ფიჯია, უნდა ვუგებდეთ. წინ ორი წელია
და ნაკრები ამ მატჩებისთვის სათანადოდ მოემზადება. გვექნება ტესტ-მატჩებიც. ვეთამაშებით უელსს და მეტოქეს თამაშის დროს უკეთ გავიცნობთ.

მთავარ ამოცანად ისევ მინიმუმ ორი მოგება რჩება", - გვითხრა ნიჟარაძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
პირველი ხაზი - შეირჩევა კონკურენტუნარიანი, 4-5 ნომრებზე რა გითხრათ. ნემსაძეს ასაკი მოემატება, მიქაუტაძეს ... , მარქაფაშიც მზარდი პოტენციალისას ვერავის ვხედავ. მესამე ხაზიც შეიძლება ასე თუ ისე შეირჩეს. 9 ნომერზე არაგვიშავს, 10 ზე უკეთესს ვისურვებდი. უკანა ხაზში შარიქაძე, მჭედლიძე, კაჭისაც ასაკი მოემატება და 11, 13, 15 ნომრებზე ვინ ისეთი, რომ ფიჯის ვეომოთ მესამე ადგილისთვის? კანადასთანაც ძალიან, ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს. გამოსავალი? უფრო თამამად ეს 2 წელი ახალგაზრდების დაწინაურება და ტაქტიკაზე/ებზე მათი გაწვრთნა
Rezo110
08:30 11-05-2017
0
ფიჯი და კანადა უნდა დავიკიდოთ და უელსს შევასკდეთ! 6-ერის კარი მარტო მაგათი დამარცხებით გაგევხსნება. ნუ, ყველას უნდა ვეომოთ, მაგრამ ძირითადი ძალა მაინც უელსზე უნდა დავხარჯოთ, თუ პრიორიტეტის არჩევაა ასეა საჭირო.
ქუთაისელი
15:01 10-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული