გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის უფროსმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გია ნიჟარაძემ Sportall.ge-სთან იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია

ნიჟარაძე იაპონიაშია და კენჭისყრასაც დაესწრო.

"შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. უელსი, ავსტრალია შეგვხვდნენ და ალბათ, ის ორი გუნდი ფიჯი და კანადა იქნება. ეს ჯგუფი ჩვენი ამოცანების განხორციელებას გაგვირთულებს.

თუმცა, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ისეთ გუნდებს, როგორიც ფიჯია, უნდა ვუგებდეთ. წინ ორი წელია
და ნაკრები ამ მატჩებისთვის სათანადოდ მოემზადება. გვექნება ტესტ-მატჩებიც. ვეთამაშებით უელსს და მეტოქეს თამაშის დროს უკეთ გავიცნობთ.

მთავარ ამოცანად ისევ მინიმუმ ორი მოგება რჩება", - გვითხრა ნიჟარაძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
პირველი, რომ ძალიან რთული ჯგუფი შეგგხვდა. მეორე, ნაკრებში თაობათა ცვლა დაიწყო და ეს მომავალ ჩემპიონატემდე არ დასრულდება. ამდენად, ჩემი აზრით, უფრო სასურველია 2019 წლის ჩემპიონატი 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილოთ. ამ თვალსაზრისით ის მოთამაშეები უნდა გამოვიყვანოთ, რომლებიც 2023 ითამაშებენ. ისინი უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ.
gogig
16:25 11-05-2017
0
პირველი ხაზი - შეირჩევა კონკურენტუნარიანი, 4-5 ნომრებზე რა გითხრათ. ნემსაძეს ასაკი მოემატება, მიქაუტაძეს ... , მარქაფაშიც მზარდი პოტენციალისას ვერავის ვხედავ. მესამე ხაზიც შეიძლება ასე თუ ისე შეირჩეს. 9 ნომერზე არაგვიშავს, 10 ზე უკეთესს ვისურვებდი. უკანა ხაზში შარიქაძე, მჭედლიძე, კაჭისაც ასაკი მოემატება და 11, 13, 15 ნომრებზე ვინ ისეთი, რომ ფიჯის ვეომოთ მესამე ადგილისთვის? კანადასთანაც ძალიან, ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს. გამოსავალი? უფრო თამამად ეს 2 წელი ახალგაზრდების დაწინაურება და ტაქტიკაზე/ებზე მათი გაწვრთნა
Rezo110
08:30 11-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული