[ივნისის ტესტები] კანადა "ბორჯღალოსნების" დასახვედრად ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უკვე კანადაშია. "ბორჯღალოსნები" საქართველოს დროით 11 ივნისს 01:00 საათზე კალგარიში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელიც თვის ბოლოს, 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩებს გამართავს აშშ-ის ნაკრებთან. ამ წყვილში დამარცხებული, სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქე იქნება იაპონიაში გასამართავ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე.

კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ანსკომბმა გუნდის გაფართოებული, 32-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან ამერიკელებთან სათამაშოდ 26 საუკეთესოს შეარჩევს. ჩვენთან კი კანადის ნაკრების სხვა კანდიდატებსაც მიეცემათ თამაშის საშუალება.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, არ ითამაშებენ: ბენუა პიფერო (ბლანიაკი), ლუკას რამბელი (ბელმი
ბიჩი), მეთ ტირნი (პო), კონორ ტრეინორი (ვანი) და დი თი ეიჩ ფან დერ მერვე (ნიუკასლი). ისინი ნაკრებს ჰემილთონში, აშშ-სთან მატჩის წინ შეუერთდებიან.

"ივნისში მრავალფეროვანი მატჩები გველის. პირველ ორ მატჩში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ვეთამაშებით. ორივე ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. მათთან თამაშში უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ბურთი და გავაუმჯობესოთ ჩვენი ძლიერი მხარეები.

მერე ორი თამაში გველის აშშ-ის ნაკრებთან. ეს მატჩები უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიოს თასის გათამაშებაში გვინდა ვიასპარეზოთ.

ჩვენ რამდენიმე პოზიციაზე სერიოზული კონკურენცია გვაქვს. ამიტომ ახალგაზრდებს მეტი შანსი ექნებათ, თავი წარმოაჩინონ. ნაკრებში ითამაშებს ის მორაგბე, ვინც ამ ეტაპზე უკეთესია, უკეთესად ირჯება და არა ის, ვინც ადრე იყო კარგი", - თქვა კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ანსკომბმა.

შეგახსენებთ, რომ კანადელები საქართველოს ნაკრებს 10 ივნისს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის თავზე კი, რუმინელებს უმასპინძლებენ. მერე, 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში აშშ-ის ნაკრებს 24 ივნისს შინ მიიღებენ. განმეორებითი შეხვედრა კი ამერიკაში 1-ელ ივლისს გაიმართება.

კანადის ნაკრები
ტაილერ არდრონი, კაილი ბეილი, რეი ბერკვილი, ბრეტ ბუკბუმი, ნიკ ბლევინსი, გრეიდენ ბოუდი, კონორ ბრედი, რობ ბრუვერი, ჰიუბერ ბაიდენსი, აარონ კარპენტერი, ედმირ კეჟანოვიჩი, ლიამ ჩისოლმი, ანდრიუ კოე, ჯუზეპე დუ ტუა, შონ დუკი, ანდრიუ ფერგიუსონი, კირან ჰირნი, მეთ ჰიტონი, ერიკ ჰოვარდი, ჯეკ ილნიკი, კონორ კეისი, ფილ მაკი, გორდონ მაკრორი, დენ მური, შონ ოლირი, ევან ოლმსტიდი, ტეილორ პარისი.

ივნისის ტესტები
11 ივნისი
კანადა-საქართველო

18 ივნისი
აშშ-საქართველო

24 ივნისი
არგენტინა-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხლა ვნახე პროგრამა. 11-ში 01.00 ფილმს ანახებენ, რაგბიზე არაფერი წერია.
Irakliy
15:19 06-06-2017
0
კახა, მაგი რო დაწერონ "გრეხია". ერთ სტატიას ვერ ნახავ ისეთს რო ამომწურავად დააკმაყოფილონ მკითხველი.
გიორგი
14:09 06-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული