"ბორჯღალოსნები" ივნისის ტესტების პირველ შეხვედრას კანადასთან, თბილისის დროით 11 ივნისს, 01:00 საათზე გამართავენ.
- მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა
"კანადის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი რაზმი შევარჩიეთ, რაც ხაზს უსვამს მატჩის მნიშვნელობას. ჩვენ კიდევ გვახსოვს მარტში რუმინეთთან წაგებული მატჩი და აქედან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ იმას, რომ კანადის წინააღმეგ კარგი თამაში ვანახოთ.
ამ კვირის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ და ახლა ის დაგვრჩენია, ეს
ამ თამაშს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი წევრი შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. დავით კაჭარავა ბოლო 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდის შეუცვლელ და მნიშვნელოვან წევრს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ "კაჭიმ" მეასე კეპი გამარჯვებით იზეიმოს", - აქვეყნებს მილტონ ჰეიგის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.