მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კანადასთან თამაშის წინ სამატჩო რაზმი დაასახელა და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

"ბორჯღალოსნები" ივნისის ტესტების პირველ შეხვედრას კანადასთან, თბილისის დროით 11 ივნისს, 01:00 საათზე გამართავენ.

- მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

"კანადის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი რაზმი შევარჩიეთ, რაც ხაზს უსვამს მატჩის მნიშვნელობას. ჩვენ კიდევ გვახსოვს მარტში რუმინეთთან წაგებული მატჩი და აქედან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ იმას, რომ კანადის წინააღმეგ კარგი თამაში ვანახოთ.

ამ კვირის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ და ახლა ის დაგვრჩენია, ეს
ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ შაბათს.

ამ თამაშს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი წევრი შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. დავით კაჭარავა ბოლო 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდის შეუცვლელ და მნიშვნელოვან წევრს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ "კაჭიმ" მეასე კეპი გამარჯვებით იზეიმოს", - აქვეყნებს მილტონ ჰეიგის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო აბა თქვენ იცით.
0
ზურაბს.
დიდი მადლობა კომენტარისათვის, მაგრამ, ჩემს წესს რომ გავყოლოდით, ამჟამინდელი რეიტინგით, გასვლაზე ვერ ვეთამაშებოდით მხოლოდ და მხოლოდ ახალ ზელანდიას, ინგლისს და ავსტრალიას. ყველა დანარჩენთან შეგვეძლებოდა თამაში გასვლაზე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული