"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტში კანადის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.

მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.



მკითხველის კომენტარები / 21 /
სამწუხაროდ პირდაპირს ვერ ვუყურე,შუქი ჩაქრა.ახლა ღა ვნახე ჩანაწერი.პირველი თვალში მეცა,რომ გუნდს აკლია ლიდერი,მამუკა და ეს თამაშს ეტყობოდა.ამას აღარაფერი ეშველება,უნდა მივეჩვიოთ.მეორეა,რომ მიუხედავად მცირე ანგარიშისა,მუდმივად ჩანდა ჩვენი დომინანტობა,მესამე,ძველებურად გვივარდება ბურთი,მეოთხე,კვლავ ვაგვიანებთ ბურთიან კაცზე მიყოლას და რაქში გადაყრას,მეხუთე,მოლში უპირატესობას ვერ ვიყენებდით და ყოველ ჯერზე გვიქცევდნენ.მეხუთე და მთავარი კი კვლავ შეტევის ნელი განვითარებაა.6 ერის რომელიმე გუნდს,შერკინებაში ასეთი უპირატესობა თუ ექნება,ველა შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებს,ცვენ კი ამით მინიმალური სარგებელი გვაქვს.გამიხარდა მერაბის ლელო,ძალიან წაადგება ფსიქოლოგიური მდგრადობისათვის,აცდენილი ჯარიმები და მაღალი ბურთების მიღება კი ძალიან ცუდი ამინდის ბრალი უფრო მგონია.ნაკრებს პირველი თამაში ყოველთვის უჭირდა და ახლაც მოუმატებენ,მაგრამ მეტოქეებიც უფრო ძლიერები გველოდებიან და თამაშებიც უფრო საინტერესო იქნება.
რაც შეეხება 6 ერს,არავის ,მით უმეტეს რაგბისტებს უთქვამს რომ ჩვენ მათი ძალისანი ვართ,პირიქით,6 ერი იმისათვის გვინდა,რომ განვითარება განვაგრძოთდა მივუახლოვდეთ მათ დონეს,თორემ სტიმული დაგვეკარგება განვითარების.ჰეიგის გადაყენებაც არასწორი იდეა მგონია.მას აქვს მსოფლიომდე განვითარების გეგმა და ამ გეგმას მიჰყვება,ამ გეგმაში შედის თამაშში ხელით ტთამაშის წილის გადიდება და ზოგადად სამხრეთულ სტილზე გადასვლა.ამას ძველი თაობა ვერ შესძლებს,ამას ახალი თაობის ბიჭების ჩართვის შემდეგ მივაღწევთ და შესაბამისად დრო არის საჭირო.მთავარია,რომ ეს ძვრები ახალგაზრდულ ნაკრებების ყოველ მომდევნო ფორმაციაში სულ უფრო მეტად იგრძნობა და როცა ქვეყანაში დაგროვდება კრიტიკულად აუცილებელი რაოდენობა ამ სტილით მოთამაშე ახალგაზრდებისა,განსაკუთრებით უკანა ხაზის მორაგბეებისა,ვფიქრობ შედეგიც გამოჩნდება.მხოლოდ არ უნდა დავკარგოთ ძლიერი შერკინების ტრადიციებიც,რომელიც ამ შემთხვევაშიც ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები უნდა იყოს.
სოსო
12 ივნისი 2017 11:12
0
აი აზრზე არახარ ძმაო რას ლაპარაკობ.
misha
12 ივნისი 2017 10:08
0
misha მოდი შენ რაგბს აღარ უყურო .. საიმში არ ხარ , ამდენი სისულელის წერას მეტი რო გაგერკვია ამ სპორტზე კაი იქნებოდა
me
12 ივნისი 2017 09:24
0
მიშა შემოგევლე,
დიდმა ნაკრებმაც რო ითამშოს საფრანგეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან თბილისში , სამივე თამაშს წავაგებთ. ესეა ჯერჯერობით.
ერთი რამეა რასაც ყველა სკეპტიკურად უდგება: ექვს ერში ჩვენ თამაშს.
არავის უთქვამს და არც ბიჭებს აქვთ იმის ილუზია, რომ თუ ექვს ერში შეგვიშვებენ ყველას დავანგრევთ და პირველივე წელს ტურნირს მოვიგებთ. უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ ექვს ერს განვითარებისთვის, ბუნებრივია რომ პირველი წლები ყველა თამაშს წავაგებთ, მაგრამ მათთან თამში განვითარების საშუალებას მოგვცემს და მესამე-მეოთხე წელს უკვე დადებით შედეგსაც ვაჩვენებთ.
ბოლო თამაშებმაც აჩვენა, რომ ამ რუსეთთან, ესპანეთთან და ა. შ თამაშებში განვითარების მოტივაცია აღარ არსებობს. რუმინეთსაც ნუ წამოვკრავთ ხელს, დიდი ტრადიციების გუნდია ჩვენნაირი ამბიციებით.
რაც შეეხება მწვრთნელს, ალბათ გამოსაცვლელია, ამოწურა თავის შესაძლებლობები. ბუნებრივია მადლობა უნდა უთხრათ შესრულებული სამუშაოსთვის, მართლაც მოგვეხმარა რაღაც ეტაპზე, როგორც თავის დროზე კლოდ სორელი. მაგრამ აშკარად ჩანს რომ აღარ ყოფნის კვალიფიკაცია.
მიშას
11 ივნისი 2017 23:04
0
მიშა

შენ შენ ვენდიბოლელებს მიხედე მოლდოვას რო ძლივს გადაურჩნენ

ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედავთ

ბოლო ბოლო 10ჯერ უფრო წინ ვართ მსოფლიო რეიტინგში
mishas
11 ივნისი 2017 22:47
0
ხალხნო ესენი ქე მაინც იგებენ კვირიკაშვილის წყალობით თუ პეტრეს წყალობით მაგრამ ახალგაზრდებმა რომ შეგვარცხვინეს და კიდევ შერცხვენა მოგვიწევს 13 ში არგენტინასთან იმაზე არის საფიქრალი თორემ ძირითადმა ნაკრებმა რაც გააკეთა მაგაზე მეტი რაღა შეიძლება ითქვას 1000 მადლობა ბიჭებს მაგრამ 20 წლამდელები თანაჩ სახლში ამდენი გულშემატკივრის წინაშე სირცხვილი და თავის მოჭრაა მეტი არაფერი ამას მოყვება რომ ტრიბუნებზე ხალხი აღარ მივა და 6 ერშიც ჩაახედებენ კარგა ხანს ისედაც არ გიჟდებიან საქართველოს ნაკრებზე და აჰა შედეგიც ეხლა არგენტინასთან იმის ნახევარი მივა რაც წინა თამაშებზე და სამოასთან კიდევ იმის ნახევარი ალბათ ვინც მოცლილია და რეგბისტების საახლობლო წრე
misha
11 ივნისი 2017 22:08
0

კარგია ბიჭებო,
მაგრამ ასეთი თამაშით ძ ა ლ ი ა ნ გაგვიჭირდება აშშ-სთანაც...დერეფანში და დერეფნიდან მოლით თამაში ლელომდე დასახვეწია (!)

რაქშიც თამაში და გადაყრაში სისწრაფე მოსამატებელი.

კანადასთან მხოლოდ შერკინებამ მოიგო თამაში და ასე სხვასთან ვერ გამოვა!
glaxuna
11 ივნისი 2017 19:49
0
გილოცავთ გამარჯვებას!!! გაიხარეტ და ხშირად გაგვახარეთ!!! (გამარჯვება ყველა ამინდში გამარჯვებაა.)
tngh
11 ივნისი 2017 19:07
0
შვიდკაცა რაგბი, ქალთა რაგბი, საკლუბო რაგბი ეს მიმართულებებიცაა გასანვითარებელი.... ყველა მიმართულება რაც რაგბს ეხება, უნდა გვყავდეს და ვითარდებოდეს. ფეხბურთში გვყავს ქალთა ნაკრები, არის ხო? და რაგბი რომელსაც ვთვლით ჩვენს თამაშად, დროა უკვე ამაზე იზრუნონ!
ლევანი
11 ივნისი 2017 15:21
0
ესეთ ამინდში თამაშს რა აზრი აქვს რას ისწავლი ან როგორ განვითარდები. ერთი დღით გადაედოთ არ შეიძლებოდა?
6 ერის ღირსი იმიტომ არ ვართ ჯერ რომ არ გვყავს ქალთა გუნდები, არ არის საკლუბო რაგბი იქ სადაც უნდა იყოს და ყველაზე მთავარი ბილეთში ფულის გადახდა არ უნდა ხალხს. 20 ლარი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გეძვირება არაა კაი ამბავი.
gia
11 ივნისი 2017 13:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული