"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტში კანადის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.

მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.



მკითხველის კომენტარები / 21 /
სამწუხაროდ პირდაპირს ვერ ვუყურე,შუქი ჩაქრა.ახლა ღა ვნახე ჩანაწერი.პირველი თვალში მეცა,რომ გუნდს აკლია ლიდერი,მამუკა და ეს თამაშს ეტყობოდა.ამას აღარაფერი ეშველება,უნდა მივეჩვიოთ.მეორეა,რომ მიუხედავად მცირე ანგარიშისა,მუდმივად ჩანდა ჩვენი დომინანტობა,მესამე,ძველებურად გვივარდება ბურთი,მეოთხე,კვლავ ვაგვიანებთ ბურთიან კაცზე მიყოლას და რაქში გადაყრას,მეხუთე,მოლში უპირატესობას ვერ ვიყენებდით და ყოველ ჯერზე გვიქცევდნენ.მეხუთე და მთავარი კი კვლავ შეტევის ნელი განვითარებაა.6 ერის რომელიმე გუნდს,შერკინებაში ასეთი უპირატესობა თუ ექნება,ველა შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებს,ცვენ კი ამით მინიმალური სარგებელი გვაქვს.გამიხარდა მერაბის ლელო,ძალიან წაადგება ფსიქოლოგიური მდგრადობისათვის,აცდენილი ჯარიმები და მაღალი ბურთების მიღება კი ძალიან ცუდი ამინდის ბრალი უფრო მგონია.ნაკრებს პირველი თამაში ყოველთვის უჭირდა და ახლაც მოუმატებენ,მაგრამ მეტოქეებიც უფრო ძლიერები გველოდებიან და თამაშებიც უფრო საინტერესო იქნება.
რაც შეეხება 6 ერს,არავის ,მით უმეტეს რაგბისტებს უთქვამს რომ ჩვენ მათი ძალისანი ვართ,პირიქით,6 ერი იმისათვის გვინდა,რომ განვითარება განვაგრძოთდა მივუახლოვდეთ მათ დონეს,თორემ სტიმული დაგვეკარგება განვითარების.ჰეიგის გადაყენებაც არასწორი იდეა მგონია.მას აქვს მსოფლიომდე განვითარების გეგმა და ამ გეგმას მიჰყვება,ამ გეგმაში შედის თამაშში ხელით ტთამაშის წილის გადიდება და ზოგადად სამხრეთულ სტილზე გადასვლა.ამას ძველი თაობა ვერ შესძლებს,ამას ახალი თაობის ბიჭების ჩართვის შემდეგ მივაღწევთ და შესაბამისად დრო არის საჭირო.მთავარია,რომ ეს ძვრები ახალგაზრდულ ნაკრებების ყოველ მომდევნო ფორმაციაში სულ უფრო მეტად იგრძნობა და როცა ქვეყანაში დაგროვდება კრიტიკულად აუცილებელი რაოდენობა ამ სტილით მოთამაშე ახალგაზრდებისა,განსაკუთრებით უკანა ხაზის მორაგბეებისა,ვფიქრობ შედეგიც გამოჩნდება.მხოლოდ არ უნდა დავკარგოთ ძლიერი შერკინების ტრადიციებიც,რომელიც ამ შემთხვევაშიც ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები უნდა იყოს.
სოსო
11:12 12-06-2017
0
აი აზრზე არახარ ძმაო რას ლაპარაკობ.
misha
10:08 12-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული