კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.
მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.
ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.
03:01 11-06-2017
"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტში კანადის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გილოცავთ ყველას პირველი ტესტ მატჩის მოგებას და მადლობა საიტის ადმინისტრაციას. ვფიქრობდი, რომ დილით დაწერდნენ სტატიას, ყოჩაღ!!!
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (21)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული