"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტში კანადის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.

მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.



მკითხველის კომენტარები / 21 /
misha მოდი შენ რაგბს აღარ უყურო .. საიმში არ ხარ , ამდენი სისულელის წერას მეტი რო გაგერკვია ამ სპორტზე კაი იქნებოდა
0
გილოცავთ ყველას პირველი ტესტ მატჩის მოგებას და მადლობა საიტის ადმინისტრაციას. ვფიქრობდი, რომ დილით დაწერდნენ სტატიას, ყოჩაღ!!!
ნათია
03:29 11-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული