გასულ კვირაში ვლაიკუმ 11 ქულა მოუტანა რუმინეთს იაპონიასთან მატჩში და 825 ქულა გაუხდა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილის 13-მა ქულამ კალგარიში კანადა დაამარცხა.
ახლა ქართველ მორაგბეს 818 ქულა აქვს (რაგბის კავშირის საიტის მიხედვით - 816) და მეორე ადგილზეა. თუმცა, როგორც ხედავთ, პირველობისთვის დიდი ბრძოლა მიდის.
ვლაიკუს რუმინეთის ნაკრებში 102 კეპი დაუგროვდა, კვირიკაშვილმა "ბორჯღალოსანთა" მაისურა 104-ჯერ მოირგო.
რუმინელი 30 წლისაა,
ყველა დროის საუკეთესო მექულეებში ვლაიკუ და კვირიკაშვილი ამჟამად მე-11 და მე-12 ადგილებზე არიან. პირველზე ზელანდიელი დენ კარტერია 1598 ქულით, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა.
მართალია, კარტერის მიღწევა მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ ათასქულიანი ბარიერი არც ისე შორსაა. ამ შემთხვევაში ვლაიკუ და კვირიკაშვილი ათასიანთა კლუბში შევლენ, სადაც მხოლოდ 5 მოთამაშეა მსოფლიოში (კარტერი, უილკინსონი, ჯენკინსი, ო'გარა, დომინგესი).