"შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

"ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ, რაც ის "ზე რაგბისა" და "რაგბი ჩემფიონშიფს" (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩვენთვის კარგ შესაძლებლობაა, ვნახოთ, სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა
მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ".

- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 22 /
ახალგაზრდები რომ ხელით უკეთ თამაშობენ ეს ჰეიგის დაამსახურებაა რომ იცოდეთ. ყველა ასაკობრივი ნაკრების მწრთვნელს მოსთხოვა ერთი ტაქტიკით და სტილით ეთამაშათ რათა შემდეგ არ გასჭირვებოდათ ნაკრებში თამაში. და რა გინდათ რომ 25-30 წლის ხალხს თანაში ასწავლოს? ამ ხნის მოთამაშემ უკვე უნდა იცოდეს თამაში. ვინც არ იცი კიდევ შეგახსენებთ, მწვრთნელის ფუნქცია ნაკრების პერსონალის შერჩევა, სათამაშო სტრატეგიის და ტაქტიკის ჩამიყალიბებაა.
გიორგი
26 ივნისი 2017 00:00
0
ამ კაცისნაირი და საერთოიდ რაგბისტებისნაირი ათი პროცენტი მაინც რომ რომ ცხოვრობდეს საქართველოში ამ ქვეყანას არაფერი გაუჭირდებოდა
ზურა
24 ივნისი 2017 22:50
0
რა დროს ნაკრებია ხელფასი რო არ მოგიმატონ გუნდში?? ფეხბურთში რო ეგრე ექნა ვინმეს რაც ზირაქიშვილმა და გორგოძემ გააკეთეს ანათემას გადასცემდნენ. წარმოგიდგენიათ არველაძეს აიაქსში თამაშის დროს რო ეთქვა ადგილი სხვას უნდა დავუთმო და ნაკრებში არ ჩამოვალო?? ეგენი მიღალატეები არიან. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ რა მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა თაობას?? ნაკრებში უმეტესობა გორგოძის ხნისაა და წავიდნენ ნაკრებიდან?? 20 წლიანეა კი ითამაშეს და გადავიყვანოთ ყველა ნაკრებში ვიდრე კარგ ხელფასიან კონტრაქტებს არ მიიღებენ. მერე ეგენიც "მომავალ თაობას დაუთმობენ გზას დიდსულოვნად", ნაკრები რო აღარ დაჭირდებათ.
ეეეჰ
24 ივნისი 2017 22:17
0
გლახუნა მთავარ მწვრთნელად და საქართველოს პრეზიდენტადაც ასეთი განთლებული კაცი მარტო კომენტარების წერით არ უნდა ცდებოდეს ყველაფერში გენიოსია პოლიტიკა გინდა თუ სპორტი თან რავარი ქართულით ლაპარაკობს ?!
mixo
24 ივნისი 2017 12:26
0
შანსი ყოველთვის არის, მაგრამ არგენტინასთან მინიმალურია. ჩვენზე ბევრად ძლიერია სამწუხაროდ. შემთხვევითობა კი რაგბიში იშვიათობაა
Irakliy
24 ივნისი 2017 09:12
0
რაქში გიჟივით თამაში და ფლანგებიდან მოლები რაა?
მოლი ცენტრიდან არ შეიძლება? რაქში კიდევ დროული გადაყრა-გაწმენდა, ბურთის დროული გამოტანა და სწორი მიმართულებით შეტევაა საშური!
ეს გლახუნა ვინაა, სად თამაშობდა? ვიღაცამ მითხრა, ციხის კონტროლიორების ნაკრებში თამაშობდა ავადსახსენებელო მიშას დროსო
badri
24 ივნისი 2017 07:22
0

მელიტონი საქართველოს რაგბის ისტორიაში შევა,როგორც ქართული რაგბის განვითარებისათვის უდიდესი წვლილის მქონე,როგორც დიდი კლოდ სორელი!

რ ა ქ შ ი გიჟივით თამაში ,ფლანგებიდან მოლები და თან ბ ო ლ ო მ დ ე და ა რ ი ს შანსი მოვუგოთ!
ისე აეგენტინა მართლა გავეშებული იქნება,ზაფხულის ტურნეს თუ ყველა თამაშში წააგებს და...ისინიც გიჟებივით ითამაშებენ (!)

ბოლო-ბოლო როდის მოვიწევთ არგენტინას თ ბ ი ლ ი ს შ ი ტურნეზე?!
glaxuna
23 ივნისი 2017 23:42
0
გაიხარე მურტალო,ხვალე კი ღმერთმა ჰქნას,ყველამ გავიხაროთ.წარმატებები ბორჯღალს.
სოსო
23 ივნისი 2017 22:13
0
ჰეიგზე ცუდის ტქმა უმადურობის რა ვთქვა და უცოდინრობის მანიშნებელი ნამდვილად არის. ხალხო, მიეჩვიეთ აზრს, რომ ეროვნული ნაკრების ახლანდელი ბირთვი ხელით თამაშში დიდად ძლიერი ვეგარ იქნება. გვიანია! მაგას ყმაწვილკაცობიდან უნდა სწავლა. გაუმჯობესებაა მხოლოდ შესაზლებელი და გაუმჯობესდა კიდეც. არ გახსოვთ? 5-6 წლის წინ ხელით ზედიზედ 2 პასს ვერ აკეთებდნენ, ან წინ თამაში იყო ან ბურთი უვარდებოდათ
Irakliy
23 ივნისი 2017 22:11
0
ძაან "პროფესორების" გასაგონად!
ჯერ ერთი ხელით თამაში რო ჩვენი დღევანდელი ეროვნული ნაკრების აქილევსის ქუსლია ეს ისედაც ყველამ ვიცით, ახლა მელიტონას ამ ხნის ხალხის ხელით ათამაშება მოთხოვო ცოტა სასაცილოა... აქ უნდა მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება-შევსება 20 წლიანებით და ახალგაზრდა თაობით რომლებიც უკვე აშკარად კარგად თამაშობენ ხელით....2019 მსოფლიოს მერე მელიტონა ისეც შეიცვლება, ოღონდ ჩემი აზრით ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად უნდა გადაიყვანონ...
და კიდე მთავარი! თამაშის წინ პოზიტიური უნდა დაუწერო ბიჭებს და არა მაშინ მოინდომოს ბარეორმა "პროფესორობა" და "ბრძნული" აზრების ფრქვევა აქ....
წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
ვაი ჩვენს პატრონს
23 ივნისი 2017 22:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული