"შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

"ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ, რაც ის "ზე რაგბისა" და "რაგბი ჩემფიონშიფს" (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩვენთვის კარგ შესაძლებლობაა, ვნახოთ, სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა
მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ".

- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 22 /
ახალგაზრდები რომ ხელით უკეთ თამაშობენ ეს ჰეიგის დაამსახურებაა რომ იცოდეთ. ყველა ასაკობრივი ნაკრების მწრთვნელს მოსთხოვა ერთი ტაქტიკით და სტილით ეთამაშათ რათა შემდეგ არ გასჭირვებოდათ ნაკრებში თამაში. და რა გინდათ რომ 25-30 წლის ხალხს თანაში ასწავლოს? ამ ხნის მოთამაშემ უკვე უნდა იცოდეს თამაში. ვინც არ იცი კიდევ შეგახსენებთ, მწვრთნელის ფუნქცია ნაკრების პერსონალის შერჩევა, სათამაშო სტრატეგიის და ტაქტიკის ჩამიყალიბებაა.
გიორგი
00:00 26-06-2017
0
ამ კაცისნაირი და საერთოიდ რაგბისტებისნაირი ათი პროცენტი მაინც რომ რომ ცხოვრობდეს საქართველოში ამ ქვეყანას არაფერი გაუჭირდებოდა
ზურა
22:50 24-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული