არგენტინა VS საქართველო - ყველაზე რთული ტესტი

AutoSharing Option
დღეს, 24 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ბოლო ტესტ-მატჩს სტუმრად არგენტინის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა ქალაქ ჰუჰუიში თბილისის დროით 23:15 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "იმედი" წარმოადგენს.

არგენტინასთან თამაშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და კომენტარი გააკეთა.

- მილტონ ჰეიგი: "შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"
- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
- "ბორჯღალოსნების" Mannequin Chalange სან სალვადორში [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ტურნეში მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მანამდე სტუმრად კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები
დაამარცხეს, არგენტინელებმა კი ინგლისის არაოპტიმალურ ნაკრებთან ორივე ტესტი დათმეს (34:38 და 25:35).

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

საქართველოს და არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ყველა ჯერზე სამხრეთამერიკელებს დარჩათ. "ბორჯღალოსნებმა" "პუმებთან" სამჯერ მსოფლიოს თასზე წააგეს - 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015) და ერთხელ ტესტ-მატჩში - 18:29 (2013, სან ხუანი).

საგულისხმოა, რომ თუკი "ბორჯღალოსნები" ამჯერად არ წააგებენ არგენტინასთან, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან დამარცხდება, მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ და მე-11 ადგილს დაუბრუნდებიან.

- თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ
მკითხველის კომენტარები / 20 /
კომენტარებში ხართ ზოგ-ზოგიერთი ჭირვეული ბავშვები. ნაკრებში იგრძნობა პროგრესი ხაზით თამაში ფლანგებზე უპირატესობის შექმნა სრაფი რაქი რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე რაგბიში. მიმდინარეობს თაობათა ცვლა ახალი გუნდის ჩამოყალიბება . 4 ლელო დავუდეთ არგენტინას ხოლო არგენტიმა 5 ლელო დაგვიდო მხოლოდ 1 ლელოთი მეტი. ეს იმ პირობებში როცა ჩვენი შიდა ჩემპიონატი არ არის პროფესიონალური და გუნდების უმეტესობას არ ჰყავს ფიზმომზადების და კვების მწვრთნელი ,,ხოლო მორაგბეები ენთუზიაზმზე თამაშობენ ,რამეთ კატასტროფული ხელფასია და კვების რეჟიმსაც კი ვერ იცავენ ამ ხელფასით. ა ლიგაში საერთოდ ექიმიც კი არ ჰყავს გუნდებს და არც ხელფასი აქვთ იქ მთლიანად სამოყვარულოა ენთუზიაზმზე მოთამაშე ხალხი. 2 წელია დარჩენილი კიდევ იმუშავებენ დისციპლინაზე აუტებში თამაშს გააუმჯობესებენ ხელით კომბინაციებს კიდევ დახვეწენ.ახალ მოთამაშეებს შეარჩევენ და ავალთ უფრო მაღალ დონეზე. 6 ერში კი ისედაც არ მიგვიღებენ სულ საფრანგეთი და ირლანდია რომ დავამარცხოთ რამეთ რუმინეთმა ეს მოახერხე 30 წლის წინ როდესაც ტოპ ნაკრები ჰყავდა მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს რუმინეთი .მანდ არის მთავარი ფული და მორჩა. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ის ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს 6 ერს.
გიორგი
14:53 25-06-2017
0
რა 6 ერი, ამ ნაკრებით 6 ერი კი არა სადაც ვთამაშობთ იმაზე მეტი არც გვეკუთვნის.
zura
23:59 24-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული