"ბორჯღალოსნებმა" არგენტინასთან ტესტ-მატჩის პირველი ტაიმი დათმეს
AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკულ ტურნეში მესამე ტესტ-მატჩს სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მართავს. ქალაქ ჰუჰუიში მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 26:8 მოიგეს.
მეტოქემ ოთხი საჯარიმო გაიტანა და ორი ლელო დაგვიდო, რასაც "ბორჯღალოსნებმა" თითო საჯარიმოთი და ლელოთი უპასუხეს. საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა, ლელო კი - დავით კაჭარავამ.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 33-ე წუთზე გიორგი ნემსაძე გაასინბინა.