"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკული ტურნე სტუმრად არგენტინის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. 24 ივნისს, ქალაქ ჰუჰუიში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნები" მასპინძლებთან ანგარიშით 45:29 დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი არგენტინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 26:8. მასპინძლების ორ ლელო-გარდასახვას და ოთხ ზუსტ საჯარიმოს მერაბ კვირიკაშვილის საჯარიმოთი (20) და დავით კაჭარავას ეფექტური ლელოთი (39) ვუპასუხეთ.

მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო მიითვალეს. პირველ შემთხვევაში მსაჯმა ტექნიკური ლელო (52) დააფიქსირა, შემდეგ კი ლელო ჯერ სოსო მათიაშვილმა (68) გაიტანა, შემდეგ კი - შალვა მამუკაშვილმა (79). ორივე
ჯერზე გარდასახვა ზუსტად მათიაშვილმა შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა ივნისის სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო და ერთი დათმო. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მანამდე კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოკლედ გადაულახავი ბარიერი რჩება ჩვენთვის არგენტინაც და ყველა რეიტინგით წინ მდგომი გუნდები.მომავალ მსოფლიო თასზე იმედია ერთ ძლიერ გუნდს მაინც ვაჯობებთ.ფეხბურთისგან განსხვავებით,რაგბში არასწორადაა განაწილებული გუნდები.იშვიათან გვეძლევა ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშის საშუალება.სულ ერთ ადგილს ვტკეპნით,რუმინეთი პორტუგალია რუსეთი.მერე მოდის მსოფლიო ჩემპიონატი და გამოუცდელები ავღმოჩნდებით ხოლმე ძლიერი გუნდების წინააღმდეგ.გახსნან ეს ოხერი 6 ერია თუ რა ჯანდაბაა რა.
qomagi
25 ივნისი 2017 12:30
0
როგორც ყოველთვის ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის მაგრამ ხომ ყველა ხვდება რომ არც 10 ის გუნდი ვართ და არც 6 ერშია ჯერ-ჯერობით ჩვენი ადგილი რამდენი წელია ვიძახი მოახდინეთ პრობლემატურ ადგილებზე ნატურალიზება(აქ ზოგიერთ უტვინოს გონია რომ ქართველებს ვერჩი იმავე პოზიციებზე შემეჯიბრეთ ჩვენი მორაგბების გულშემატკივრობაში) მარტო ძალისმიერი რაგბით ვერ წავალთ შორს ვიძახი შესაცვლელია მწვრთნელი მადლობა მაგრამ დროა უფრო კვალიფიციური მწვრთნელები და ფედერაცია როდის გამოიფხიკავს ყურებს რა თაობას ვკარგავთ 6 ერი ეკონომიური სარგებლის გარდა როგორ პატრიოტულ მუხტს შემოიტანდა მაგრამ არ ესმით ამ ფედერაციაში ნატურალიზების გარეშე ვერ თუნდაც 20 წლიანების კარგი თაობის ფონზე იქაც საგრძნობლად ჩამოვრჩებით!
კახა
25 ივნისი 2017 01:57
0
წინა ოთხ თამაშში მთლიანობაში 1 ლელო დავუდეთ არგენტინელებს, დღეს ერთ თამაშში ოთხი ლელო!!!!!!!!!!!!!!!!!
Sandro
25 ივნისი 2017 01:45
0
ყოჩაღ ბიჭებო, მაგრამ შევხედოთ რეალობას თვალებში გვინდა სისწრაფე და ბურთის კარგად გათამაშება, მეტი სითამამე.
გიორგი
25 ივნისი 2017 01:45
0
ამ თამაშში არგენტინელებს მაინც და მაინც დიდი სიჩქარეებით არ უთამაშიათ.მე ისე მომეჩვენა თითქოს ჩვენები ფიქრობდნენ ,არგენტინა თავის დასადებს მაინც დაგვიდებს,ჩვენ კი ჩვენი ვეცადოთო და აქედან არც თუ ყურადღებიანი თამაში დაცვაში.მსაჯი მსაჯად,მაგრამ ჩვენებიც ძალიან ყურადღება გაფანტულები თამაშობდნენ დაცვაში , რამდეჯერმე ხაზი თავისუფლად გავაჭრევინეთ და ლელოც დავადებინეთ.არადა თავისუფლად შეიძლებოდა ხუთმეტ ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგვეგო.მთლიანობაში ეს თამაში მე მგონია მთლად პასივში არ უნდა ჩაიწეროს,გამოჩნდა,რომ ასეთ მეტოქესთან ჩვენს უკანა ხაზს უკვე შეუძლია რაღაცეების გაკეთება,ხაზის გაჭრიდან დაწყებული,სწრაფი კონტრშეტევით ლელოს დადებით დამთავრებული.ვიმეორებ,დაცვაში ასეთი ელემენტარული შეცდომები რომ არა რამდენიმე ლელოს ავიცილებდით თავიდან და ვინ იცის,შემდეგ რა იქნებოდა.


სოსო
25 ივნისი 2017 01:29
0
ანუ არგენტინას მეორე ტაიმი 21-19 მოუგეს.გილოცავთ ბიჭებო,ძალიან კარგი იყო.პროგრესი აშკარაა.პირველ ტაიმში მსაჯს რამდენიმე შეცდომა რომ არ დაეშვა არგენტინელების სასარგებლოდ უკეთესი ანგარიში იქნებოდა.წამატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ.ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
25 ივნისი 2017 01:25
0
აუტის სწავლა ესეთი რთულიააა??? რამდენი ჩვენი დერეფანი წავაგეთ და რამდენი შანსი დავკარგეთ უბრალოდ საშინელებაა. რა გახდა ეს აუტი. ესეთი ცუდი დაცვა ბოლოს როდის ვითამაშეთ არ მახსოვს, რომ არა არგენტინის შეცდომები და ბოლოში კონცენტრაციის დაკარგვა ანგარიში სამარცხვინო იქნებოდა. რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე არის ეს და შერკინება რო გვყავს ეს კიდე ერთხელ გამოჩნდა. ასეთი თამაშებით გავიზრდებით. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, თავს ზევით ძალა არ არის.
ბექა
25 ივნისი 2017 01:17
0
გაფუჭებული ბოჭვების გარდა ყველაფერი შესანიშნავი ოყო.

ნარიაშვილი ექსტრაკლასია. მატარეძეც ძალიან კარგია.

მთლიანობაში არ იყო ცუდი თამაში. პოტენციალი მომატების იგრძნობა, მელოტანმა იცის საქმე
ნნ
25 ივნისი 2017 01:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული