დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

AutoSharing Option
ივნისის ბოლო ტესტმატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ესტუმრა და 29:45 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

ამით არგენტინელებმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს, მათთვის ეს ბოლო 11 ტესტში მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო.

მასპინძელთა მწვრთნელი დანიელ ურკადე თამაშის მერე გახარებული იყო, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა: "გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მატჩი გრძელდება 80 წუთი. ამიტომ არ ვართ კმაყოფილები, რადგან ბოლო 20 წუთი უკეთ უნდა გვეთამაშა.

თამაშზე კონტროლი მაშინ დავკარგეთ, როცა პირიქით, უნდა აგვეჩქარებინა ტემპი. დავიწყეთ ისე მოქმედება, რაც მათ სათამაშო
სტილისთვის საუკეთესო იყო. ბოლო წუთების გამო, გამარჯვებას მწარე გემო აქვს.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის მე-15 წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ამას ფრთები უნდა შეესხა ჩვენი მორაგბეებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. პოზიტიური ბალანსი ბოლოს ნეგატიურად გვექცა".
მკითხველის კომენტარები / 22 /
ალბათ იმ გრძელიდან რაგბის ბურთი გქონდა მხედველობაში! თუ სხვა რამეს გულისხმობ პირში მითხარი.! მაგრამ ამის ერთი ადგილი ვინ მოგცა. მესმის აქ ზრდილობის დეფიციტია და ამიტომაც უყვართ უმეტესობას ეს ველური სპორტი.თქვენი პირით იძახით იძახით 100-0 რომ წაგვეგო ასეთ გუნდთან არაფერი სირცხილი არ იქნებოდაო. აბა მე რა ვთქვი? ის რომ 12 -ზეა საქართველო ეგ არაფერს არნიშნავს. გადახედეთ სულ რამდენი ქვეყანა თამაშობს ამ თამაშს და მერე გააკეთეთ შეფასებები.
ვერ გამიგია ფეხბურთელებთან რა გინდათ მაშინ,მათაც მეტი არ შეუძლიათ რა ქნან
აკაკის -ს აკაკისგან
27 ივნისი 2017 02:30
0
შეეშვით აკაკის. ჩვენს ბიჭებზე ვისაუბროდ
zeno
26 ივნისი 2017 13:55
0
პროგრესი აშკარაა 4 ლელო 15 არგენტინელისა და მე­16 მოთამაშის მსაჯის წინააღმდეგ ცუდი არ არის, შერკინებაში ჩავხადეთ, დაცვაში იყო უხეში შეცდომები..
მაგრამ თამაში კარგი იყო...
ბრწყინვალედ მიყავს ნიაზ მამრიკიშვილს რეპორტაჟები... და რატომ გაკლებენ ქართველ ტელემაყურებელ ამ სიამოვნებას. ნიაზისა და ზაალის მაგივრად ვიღაც უვიცი კომენტატორები რომ გამოყავთ
dato
26 ივნისი 2017 12:44
0
...როგორი სიფრთხილე და დაფიქრება გჭირდება კაცს სანამ რამეს იტყვი ან დაწერ,...
...ასეთი განცდა მაქვს აქ ყველა ბიჭებისთვის მადლობის სათქმელად იყო შემოსული და აკაკის ოპონენტობა მოუწიათ,...
...არ აღელდეთ, ყველა ქართველი ხომ მაქსიმალისტია, მეტს ელოდა (განწყობით) ალბათ,...
...ბიჭებს დიდი მადლობა,...
...უკვე რამდენი წელია დადებით ემოციებს და სიხარულს გვჩუქნით მთელ ქვეყანას,...
...გენაცვალეთ თქვენ,...
zaza tbilisi
26 ივნისი 2017 11:54
0
აკაკი იცი რა არ მესმის? ფაქტია რომ რაგბის ანა-ბანა არ გესმის. ელემენტარულად არ იცი ამ სპორტის დასახელება როგორ უნდა თქვა სწორად. არ გესმის და ვერ ხვდები იმას, რას ნიშნავს ეთამაშო ელიტარულ გუნდს. ვერც იმას ხვდები პირველი დონის გუნდთან სტუმრად 16 ქულით წაგებას განადგურება რომ არ ქვია და რა საჭიროა ეს თავის გამოდება და კომენტარები. ისე, რომ იცოდე, ეს თაობა არის ასფალტზე გაზრდილი ხალხი, მალე წამოგვეწევიან უკვე მოედანზე გაზრდილი ბიჭები, ლამაზი, თანამედროვე და სინთეზური რაგბით. ამას ყველა ხედავს და შენ სისულელეებს წერ აქ, ხოდა მოდა რა საქმე ნახე რამე და რაშიც უფრო მეტი გესმის იმაზე ისაუბრე. ასე არ აჯობებს ყველასთვის.
fraternity
26 ივნისი 2017 11:36
0
აკაკი,თუ ეს თამაში მწარედ მოგეჩვენა,ნაღდად ნაღვლის ბრალი იქნება.ექიმს გაესინჯე.მე კი ჩვენი პირველი ლელო თვალებიდან არ ამომდის.ზელანდიის სუპერ ვარსკვლავები მოაწერდნენ მაგ ლელოზე ხელს.
სოსო
26 ივნისი 2017 10:33
0
აკაკი, გეტყობა რო გაღმა ხარ სპორტისგან და რაც არ გესმის არაა აუცილებელი კომენტარი გააკეთო. თამო ვარშალომიძის სექსუალურ ვიდეოზე დააკომენტარე, ეჭვი მაქვს მანდ უფრო კომპეტენტური იქნები;)
აკაკის
26 ივნისი 2017 10:16
0
მსოფლიოს მე-12 გუნდი ვართ, არგენტინა მე-4 ადგილზეც კი აღზევდა. ესე იგი ელიტარული გუნდია. ჩვენ რასაც ვახერხებთ ეგეც კარგია, ეს დაქცეული ქვეყანა ამდენს აღწევს. ქართველებს სულ გამარჯვებები გვინდა. სამწუხაროდ ეს მაქსიმუმია, მეტის გაკეთება შეუძლებელია. აი თუ საქართველო ქვეყანად იქცევა მაშინ სამეულში ვიქნებით, ზღაპრების კი დიდი ხანია აღარ მჯერა. ჩვენ რაგბისტებს კი მადლობა და წარმატებები.
მამუკა
26 ივნისი 2017 10:06
0
რეგბი არა რაგბი ქვია. რუსეთის მოგება ყოველთვის ყველა სპორტში გაგვიხარდება!! ქართველმა რაგბისტებმა უფრო მეტი პატივისცემა იციან მაყურებლის ვიდრე ფეხბურთელებმა და იმიტო უყვარს განსაკუთრებით ხალხს. ქართველ მორაგბეებზე არავის ზედმეტის თქმის უფლება არ აქვს. ერთხელ რაგბი ითამაშე ან თავის დროზე გეთამაშა და მორჩებოდი აქ დაბოღმილ კომენტარების წერას))))))))) რაგბი ვაჟკაცების თამაშია
ddd
26 ივნისი 2017 09:26
0
აზრზე არ ხარ რაგბის
აკაკი-ს
26 ივნისი 2017 09:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული