პირველად ისტორიაში: "ბორჯღალოსნების" 4 ლელო პირველი დონის ქვეყნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
მართალია, ქალაქ ხუხუიში საქართველოს ნაკრები 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან, მაგრამ ამ შეხვედრაში, რომელიც 45:29 მორჩა, "ბორჯღალოსნებმა" ოთხი ლელო გაიტანეს და მეორე ტაიმიც მოიგეს.

- "ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]
- დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

ჩვენმა გუნდმა არგენტინასთან წინა 4 დაპირისპირებაში (3 მსოფლიოს თასზე, ერთი ტესტში) ერადერთი ლელო დადო, ახლა კი ერთ თამაშში 4 ლელო მიითვალა.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა 4 ლელო დაუდო რაგბის პირველი დონის ქვეყანას. აქამდე ჩვენი რეკორდი იყო ორი
ლელო შოტლანდიასთან ტესტმატჩში.

პირველი დონის ქვეყნებში შედიან ევროპის 6 ერის მონაწილეები (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) და სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბის ჩემპიონატის მონაწილეები (ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა).
მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგ 4 ლელოს დადება არაფესრ ნიშნავს,ვინც უყურა თამაშს დამეთანხმება,მხოლოდ რიგ ეპიზოდებში გაბრწყინებით ცინ ვერ წავალთ და ვერ განვითარდებით,არც ის მინდა რო ბიჭებს ბრძოლა და თავდადება დაუკარგო,მაგრამ ცჰემი აზრიტ ჯერ კიბევ ბევრი გვიკლია საიმისოდ რო 6 ერში ვითამაშოთ,ესეთი თამაშებიდან სწორი დასკვნებია გასაკეთებელი რო შემდეგში ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს,სტატიის ავტორს ეტყობა არ უყურებია თამაშისათვის
vato
26 ივნისი 2017 03:01
0
რას ეხმიანება შენი კომენტარი განგვიმარტე.
თემოს
26 ივნისი 2017 01:14
0
ყველაფეტი გადაწყვეტილი იყო პირველი ტაიმის მერე
m.m
26 ივნისი 2017 00:55
0
ერთხელ ქართველი და სომეხი უყურებენ დინამოს და არარატის მატჩს და სომეხი ამბობს აი ეხლა გამოვა იშტიანი და მოვიგებთ მართლაც საფინალო სასტვენამდის 15 წუთით ადრე გამოდის იშტოიანი მაგრამ ისე მთავრდება მატჩი რომ ბურთი ვერც მიიღო და სომეხი ყვირის: ვახო ნახე იშტოიანი რას დარბის!
თემო
25 ივნისი 2017 23:52
0
ვაშა....?!
svan
25 ივნისი 2017 23:16
0
ბატონო ნიკოლოზ სტატიის ავტორო თამაშს თუ უყურეთ?
კახა
25 ივნისი 2017 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული