ორივე ნაკრებში კოვიდ-შემთხვევების გამო "ბორჯღალოსნების" თამაში გაუქმდა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID-19-ის გამო გაუქმდა.

გეგმურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 "ბორჯღალოსნების" ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით, 40:9 დასრულდა. "ბორჯღალოსნები" შემდეგ მატჩში, 17 ივლისს, შოტლანდიის ნაკრებს
უმასპინძლებს.

წყარო: Rugby.ge

alt"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა

alt"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია - გამოწვევა მიღებულია


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე უარესი,რაღა უნდა მომხდარიყო?!ასეთი კარგი ტესტები,ალბათ აღარასოდეს გვექნება.ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.სათამაშო დისციპლინასთან ერთად,ალბათ საყოფაცხოვრებო დისციპლინაც ვერ დავიცავით,სათანადოდ.ძალიან სამწუხაროა.ახლა თუ შოტლანდიაც გაგვიუქმდა,სულაც კატასტროფა იქნება.
სოსო
15:11 07-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული