"მალე მათთვის "ექვსი ერის" კარი გაიღება" - ცნობილი სარაგბო გამოცემა საქართველოზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი სარაგბო გამოცემა Planetrugby საქართველოს ნაკრებზე წერს - ნომინაციაში "ყველაზე ხმაურიანი განაცხადი" და გამარჯვება სწორედ "ბორჯღალოსნებს" ერგო.

"ისინი შეუჩერებლები არიან, საქართველომ "ექვსი ერის" კარზე დააკაკუნა. შაბათს (19 ნოემბერს) "ბორჯღალოსნებმა" კარდიფში უელსი მოულოდნელად 13:12 დაამარცხა. მათი ელიტაში მოხვედრა დროის საკითხია, რადგან უძლიერეს უელსის ნაკრებს არაფერი დაუთმეს. გარდა მათი ჭკვიანური თამაშისა, აღსანიშნავია რწმენა. ქართველებმა ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა საბოლოოდ მათ კოლეგებზე ძლიერები აღმოჩნდნენ" - წერს გამოცემა.

გამოცემის აზრით, წლის ყველაზე საინტერესო თამაში დუბლინში, ირლანდიასა და ავსტრალიას (13:10) შორის შედგა:

"გულშემატკივრები ელოდნენ, რომ
მატჩი სწრაფ ტემპში წარიმართებოდა, თუმცა შეხვედრა დაბალშედეგიანი გამოდგა. 54-ე წუთისთვის ანგარიში 3:0 იყო, 65-ე წუთზე კი - 3:3, თუმცა ბოლო წუთებზე გუნდები გაცოცხლდნენ და ქომაგებს სანახაობა შესთავაზეს. ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ირლანდიის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოუმატოს. რაც შეეხება ავსტრალიას, მიუხედავად მატჩის ხარისხის გაუმჯობესებისა, მათი შედეგები არცთუ ისე სახარბიელოა".

altლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში

alt"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე

alt"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები და წინსვლა ჩვენ ლომ-ბიჭებს!
თენგაბი
12:53 30-11-2022
0
ღმერთმა ჰქნას, მაგრამ 6 ერზე ბილეთის ფასი 30 ევროდან იწყება. მაგდენს, ასე 100 ქართველი მაყურებელი თუ გადაიხდის და ცარიელ სტადიონზე რაღა გამოვა.
გიორგი
02:24 30-11-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული