"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე მრავალჯერ გვსმენია, რომ აუცილებელია გაკეთდეს მორაგბეთა მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი განცხადება; რომ ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივარს გააჩნია მოლოდინი ქართული რაგბის ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისა.

განმარტების სახით მოგახსენებთ, რომ რაგბის ოჯახში შემოსვლა არ ხდება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ მრწამსის შესაბამისად და რაგბის თემი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც დანარჩენი საქართველო.

ამის გამო ქართული სარაგბო თემის მიერ ერთიანი პოლიტიკური განცხადების გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებლადაც კი მიგვაჩნია. რეალური ქმედება განცხადებებით არ განისაზღვრება. ქართული რაგბი ყოველგვარი განცხადების გარეშე ყოველთვის
იდგა და იდგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება.

რაც შეეხება ბოლო დღეებში ტელევიზიით თუ ინტერნეტით გაშუქებული ვიდეომასალის შეფასებას, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ქართველი მორაგბეები გმობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს, პიროვნების შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების თითოეულ ქმედებას.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს და ვისურვებდით, რომ ასეთი საშინელება ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორებულიყოს.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი

ასევე იხილეთ:
საქართველოს რაგბის კავშირი ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვს!
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
"მე თქვენი აღარ მჯერა!" - პოპულარული ჰიტის მისამღერი
მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ ზემოთ ნახვა, შედგენილი დიდი ასორტიმენტი უნიკალური news chrome
BeverlyKa
05:49 08-12-2014
0
აქ ამ საიტზე აიყვანეს უზარმაზარი სპექტრი რელიგიური новинки кино 2014
WilliamMipt
02:25 01-05-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული