"ბორჯღალოსნები" "თბილისის თასს" ირლანდიით იწყებენ

AutoSharing Option
7 ივნისს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "თბილისის თასის" პირველი გათამაშება იწყება.

ამ ოთხთა ტურნირს ჩვენი გუნდისთვის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრისთვის მოსამზადებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აქ პირველი წრის შემდეგ ლიდერია.

"ბორჯღალოსნები" "თბილისის თასის" გათამაშებაში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ.

გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდა. ესენია: მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი (ორივე-მონპელიე), ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი (ორივე-ტულუზი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე მზარდი ირლანდია იქნება, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდა ირლანდიელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შერკინებაში მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ალბი) დააბრუნა.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება პირველი ხაზი. ირაკლი მირცხულავას (ტარბი), რეზო ბელქანიას (ლელო) და ლევან ჩილაჩავას (ტულონი) ერთად არასდროს უთამაშიათ.

რვა ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა გიორგი ჩხაიძე (ტარბი), რომელიც ბოლო დროს ეროვნულ გუნდში მეორე ხაზში თამაშობდა. მას პარტნიორობას მრავალნაცადი შალვა სუთიაშვილი (მასი) და ამომავალი ვარსკვლავი ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) გაუწევენ.

წლეულს საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშებს მგეზავი ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).

ლელოელმა ლაშა ხმალაძემ კი ადგილი სათადარიგოთა შორის დაიკავა. ფულბეკის პოზიციაზე მერაბ კვირიკაშვილის (სენ ჟუნიენი) არყოფნაში ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) ითამაშებს.

საინტერესოდ გამოიყურება სათადარიგოთა სკამიც. სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), რომელიც ყოფილი მესამეხაზელია, ამჯერად შერკინების კვაჭის როლში მოგვევლინება.

პირველ კეპს მოიხვეჭს ახალგაზრდა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი (ალბი), რომელმაც წლეულს კლუბში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

ეროვნულ გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმამოშუშებული მესამეხაზელი გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი) და მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე (ალბი).

საქართველოსა და მზარდი ირლანდიის მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" 7 ივნისს, 19 საათზე გაიმართება.

ორი საათით ადრე კი ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები და ურუგვაის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდებიან. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ამავე სტადიონის სალაროებში 11 საათიდან დაიწყება.

საქართველო-ირლანდიას მატჩის პირდაპირ ტელე ტრანსლაციას მეცხრე არხი განახორციელებს.

საქართველო-ირლანდია 19:00
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ირაკლი მირცხულავა, 2. რევაზ ბელქანია, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.
16. სიმონ მაისურაძე, 17. გიორგი თეთრაშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. გივი ბერიშვილი, 20. ვაჟა ხუციშვილი, 21. ლაშა ხმალაძე, 22. თედო ზიბზიბაძე.
ირლანდია: 15. დევიდ ჰერნი, 14. ნაილ მორისი, 13. ევან გრიფინი, 12. მაიკლ ალენი, 11. თირნან ოჰალორანი, 10. იენ ქითლი, 9. მაიკლ ჰინი. 1. ჯეკ მაკგრასი, 2. რობ ჰერინგი, 3. მაიკლ ბენტი, 4. ლუის სტივენსონი, 5. დევიდ ფოლი, 6. რის რადოქი, 7. დომინიკ რაიანი, 8. რობი დაიკი.
16. ნაიჯელ ენეთი, 17. რიჩარდ ლუთონი, 18. იენ ნეგლი, 19. ჯორდი მერფი, 20. ჯონ ლუნი, 21. ნოელ რიდი, 22. ბრენდონ მაქენი.

სამხრეთი აფრიკა-ურუგვაი 17:00
სამხრეთი აფრიკა: 15. ჟაკ იანსენი, 14. ვილმორე ლოუ, 13. სტეფან ვატერმეიერი, 12. ადრიან ენგელბერხტი, 11. იერომ პრეტორიუსი, 10. რიკარდო კროი, 9. სნივუიო ნიოკა. 1. ხვეზილოკუსა მხაფუ, 2. ეშტონ კონტანტი, 3. მარტინ დრეიერი, 4. ბრენდან სნეიმანი, 5. ლუბაბალო მიტანდა, 6. იაკო ბოუელი, 7. უზერ კასიმი, 8. სანდრე იორდანი.
16. ფრანკ ჰერნანი, 17. ივან ესპაი, 18. ედუან ფან დერ ვალტი, 19. რენალდო ბოთამა, 20. კებე ლაქი, 21. როსკო სპეკმანი, 22. კუნრად ფან ვეიკი.
ურუგვაი: 15. ხერონიმო ეჩევერი, 14. პავლო ვუენო, 13. ხოაკინ პრადა, 12. ალვერტო რომანი, 11. ლეანდრო ლეივასი, 10. ავგუსტინ დელ კასტიჯო, 9. ალეხო დურანი. 1. როდოლფო დე მულა, 2. არტურო ავალო, 3. მარიო საგარიო, 4. როდრიგო ესპიგა, 5. ფრანკო ლამანა, 6. ხუან დე ფრეიტასი, 7. ფერნანდო ვასკოუ, 8. ხუან გამინარა.
16. ნიკოლას კლაპენვახი, 17. ალეხო კორალი, 18. გასტონ ივარვურუ, 19. ხოსე კორენელი, 20. ხუან ტასისტრო, 21. ხერმან ალვანელი, 22. სანტიაგო კორე.

ასევე იხილეთ:
ოთხი ერი თბილისში: ირლანდია, საქართველო, ურუგვაი, სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნების" საბოლოო რაზმი "თბილისის თასისთვის" ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 5 /
9 არხზეა, საზმაუს ისედაც არ უყურებენო!!!!!!
Zviadi
17:53 07-06-2013
0
ფეხბურთის ნაკრების თამაშებზე უაზროდ ხარჯავთ თანხებს, რაგბისტებისათვის კი ტრანსლიაციაც გენანებათ
zviadi
17:30 07-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული