ქომაგებს გვინდა ვაცნობოთ, რომ სამივე მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 5 ნოემბრიდან.
ყველა ტესტ-მატჩის ბილეთები გაიყიდება "დინამო არენისა" და მ. მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში.
საქართველოსა და აშშ-ის მატჩის ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება რუსთავის სარაგბო სტადიონზე.
კვირის დღეებში ბილეთები გაიყიდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. მატჩის დღეებში - 9, 16 და 23 ნოემბერს ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება მატჩის დაწყებამდე.
ბილეთის ფასები და შეძენის ალტერნატიული საშუალება
ნოემბრის
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბილეთების შეძენა ფასდაკლებით შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-პორტალ http://www.hotsale.ge/-ის მეშვეობით.
ახლებური ბილეთი
წლევანდელი ტესტებისათვის შემუშავდა ბილეთის ახლებური კონცეფცია. გადაწყდა ბილეთისა და მატჩის პროგრამის გაერთიანება.
ბილეთის პირველ გვერდზე დატანილია ინფორმაცია თამაშის შესახებ და დამახასიათებელი კონტროლის ველი.
მეორე და მესამე გვერდები დაეთმო გუნდების შემადგენლობას, მათ სარაგბო ისტორიას და ურთიერთშეხვედრების ბალანსს.
ბილეთის ბოლო, მეოთხე გვერდი დაეთმო რაგბის ქომაგის ქცევის კოდექსს.
წყარო: rugby.ge
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" მეტოქე: კანადელი "ნეკერჩხლის ფოთლები"