მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად რჩება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება. ამის შესახებ გაზეთ "ლელოს" საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ახალზელანდიელი სპეციალისტი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად 2011 წლის ბოლოს დაინიშნა.

"ჰეიგთან კონტრაქტი ორი პლუს ორის პრინციპით გვქონდა გაფორმებული და ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებს ნაკრებიდან მწვრთნელს სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ?

გუნდში დარჩება მაიკ ბრედლიც, დიდიე ბესის კი 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლომდე გავუფორმებთ ხელშეკრულებას",
- განაცხადა ნიჟარაძემ.

ასევე იხილეთ:
საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული