მსოფლიოს თასი 2015: "ბორჯღალოსნების" მატჩების სავარაუდო განრიგი

AutoSharing Option
2015 წელს ინგლისში გასამართი რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები დრო დარჩა, რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) კი უკვე გამოაქვეყნა ტურნირის კალენდარი: მატჩების ჩატარების განრიგი, ადგილმდებარეობა და დაწყების დრო.

2011 წელს ახალ ზელანდიაში ჩატარებული მსოფლიო თასის ფორმატის მსგავსად, ინგლისში გასამართ ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირზე ამჯერადაც 20 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეულში 5 ნაკრებია და ერთ წრედ ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ორი საუკეთესო შედეგის მქონე პლეი ოფის სტადიაზე გააღწევს.

მსოფლიო თასის 13 მონაწილე ნაკრები უკვე ცნობილია.
ესენია: ავსტრალია, ინგლისი, უელსი, სამხრეთი აფრიკა, სამოა, შოტლანდია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია და კანადა. ისინი უკვე განთესილები არიან ჯგუფებში, ხოლო დარჩენილი შვიდი ადგილისთვის ბრძოლები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

საქართველო ევროპის ერთა თასზე ასპარეზობს, სადაც, ჩვენ გარდა, კიდევ 5 ნაკრები თამაშობს: რუმინეთი, რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და ბელგია. მატჩები ორ წრედ ტარდება და რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე ორი ნაკრები მსოფლიოს თასის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო მესამე საფეხურზე მყოფი ქვეყანა შესაბამისად, რეპეშაჟში გადაერთვება და საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს.

ამჟამად ერთა თასზე პირველი წრე დასრულებულია და "ბორჯღალოსნები" ხუთ თამაშში (4 მოგება, 1 ფრე) მოპოვებული 19 ქულით ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. ქულათა იმავე მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება რუმინეთი, ხოლო რუსეთი მესამეა - 14 ქულა.

საქართველომ თუ ერთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, მაშინ მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდება, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და აფრიკის კონტინენტის სიძლიერით მეორე ნაკრები (სავარაუდოდ, ნამიბია) იქნებიან.

"ბორჯღალოსნები" ტურნირზე ასპარეზობას 2015 წლის 19 სექტემბერს ტონგას ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებენ, რაც ურიგო ნამდვილად არ გახლავთ, რადგან პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის არაკომფორტულია, როგორც ჩვენთვის, ასევე მეტოქისთვისაც. ამ მხრივ თანაბარ სიტუაციაში ვიქნებით.

შემოდგომის ტესტებმა დაგვანახვა, რომ საქართველოს რეალურად ძალუძს ელიტის დონის გუნდებთან დაპირისპირება და მათთან გამარჯვებაზე ფიქრი. თავის მხრივ, ტონგამ არცთუ ისე დამაჯერებლად ჩაატარა ნოემბრის ტესტები და მინიმალური სხვაობითაც დამარცხდა ერთა თასზე ჩვენს უშუალო კონკურენტ რუმინეთთან.

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველო 6-დღიანი შესვენების შემდეგ გამართავს არგენტინის ძლიერ ნაკრებთან, რომელსაც ივნისში დავუპირისპირდით და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან.

2 ოქტომბერს ისტორიული მატჩი გველოდება "მილენიუმზე". მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრები იქნება.

5-დღიანი პაუზის მერე კი, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში აფრიკის კონტინენტის სიძლიერით მეორე ნაკრებს დავუპირისპირდებით, რომელსაც აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

ერთა თასზე მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, ავტომატურად ვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში, სადაც მეტოქეები საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის და კანადის ნაკრებები იქნებიან. ამ ჯგუფშიც სრულიად შესაძლებელია იტალიისა და კანადის დამარცხება, რაც ნამდვილად ისტორიული შედეგი იქნება ქართველებისთვის.

პირველი დაპირისპირება, ამ შემთხვევაში, საფრანგეთთან მოგვიწევს 23 სექტემბერს, ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულ "უემბლის" სტადიონზე ირლანდიას ვეთამაშებით, 6 ოქტომბერს კანადის ნაკრებს დავუპირისპირდებით, ხოლო 11 ოქტომბერს - იტალიას.

ერთა თასზე მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში, საქართველოს რეპეშაჟის რთული გზის გადალახვა მოუწევს და თუ ამ ეტაპის გავლით მოვხვდით მსოფლიო რაგბის უმთავრეს ტურნირზე, მაშინ ჩვენი მეტოქეები A ჯგუფში ავსტრალიის, ინგლისის, უელსის და წყნარი ოკეანის რეგიონის პლეი ოფის გამარჯვებულები (სავარაუდოდ, ფიჯი) იქნებიან.

ამ შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" ტურნირში 20 ოქტომბერს ჩაერთვებიან და მათი პირველი მეტოქე უელსის ნაკრები იქნება, ერთი კვირის თავზე ავსტრალიასთან დაპირისპირება გველის, 6 ოქტომბერს წყნარი ოკეანის რეგიონის წარმომადგენელთან მოგვიწევს ურთიერთობის გარკვევა, ჯგუფურ ეტაპს კი დავასრულებთ ინგლისთან მატჩით.

მსოფლიოს თასი 2015
A ჯგუფი
18.09 23:00 ინგლისი - ოკეანეთი 1 (თვიქნემი, ლონდონი)
19.09 17:30 უელსი - რეპეშაჟის გამარჯვებული (მილენიუმი, კარდიფი) 125-175 ევრო
23.09 20:00 ავსტრალია - ოკეანეთი 1 (მილენიუმი, კარდიფი)
26.09 23:00 ინგლისი - უელსი (თვიქნემი, ლონდონი)
27.09 15:00 ავსტრალია - რეპეშაჟის გამარჯვებული (ვილა პარკი, ბირმინგემი) 65-85 ევრო
01.10 23:00 უელსი - ოკეანეთი 1 (მილენიუმი, კარდიფი)
03.10 23:00 ინგლისი - ავსტრალია (თვიქნემი, ლონდონი)
06.10 23:00 ოკეანეთი 1 - რეპეშაჟის გამარჯვებული (ემქეი, მილტონი) 45-60 ევრო
10.10 20:00 ავსტრალია - უელსი (თვიქნემი, ლონდონი)
10.10 23:00 ინგლისი - რეპეშაჟის გამარჯვებული (თვიქნემი, ლონდონი) 175-250 ევრო

B ჯგუფი
19.09 23:00 სამხრეთი აფრიკა - აზია 1 (ქომუნითი, ბრაიტონი)
20.09 15:00 სამოა - ამერიკა 2 (ქომუნითი, ბრაიტონი)
23.09 17:30 შოტლანდია - აზია 1 (კინგსჰოლმი, გლოსტერი)
26.09 17:00 სამხრეთი აფრიკა - სამოა (ვილა პარკი, ბირმინგემი)
27.09 17:30 შოტლანდია - ამერიკა 2 (ელანდ როუდი, ლიდსი)
03.10 17:30 სამოა - აზია 1 (ემქეი, მილტონი)
03.10 20:00 სამხრეთი აფრიკა - შოტლანდია (სენტ ჯეიმს პარკი, ნიუკასლი)
07.10 20:00 სამხრეთი აფრიკა - ამერიკა 2 (ოლიმპიკი, ლონდონი)
10.10 17:30 სამოა - შოტლანდია (სენტ ჯეიმს პარკი, ნიუკასლი)
11.10 23:00 ამერიკა 2 - აზია 1 (კინგსჰოლმი, გლოსტერი)

C ჯგუფი
19.09 15:00 ტონგა - ევროპა 1 (კინგსჰოლმი, გლოსტერი) 45-60 ევრო
20.09 20:00 ახალი ზელანდია - არგენტინა (უემბლი, ლონდონი)
24.09 23:00 ახალი ზელანდია - აფრიკა 1 (ოლიმპიკი, ლონდონი)
25.09 20:00 არგენტინა - ევროპა 1 (კინგსჰოლმი, გლოსტერი) 65-85 ევრო
29.09 20:00 ტონგა - აფრიკა 1 (სანდი პარკი, ექსეტერი)
02.10 23:00 ახალი ზელანდია - ევროპა 1 (მილენიუმი, კარდიფი) 115-150 ევრო
04.10 17:30 არგენტინა - ტონგა (ლესტერ სტედიუმი, ლესტერი)
07.10 23:00 აფრიკა 1 - ევროპა 1 (სანდი პარკი, ექსეტერი) 45-60 ევრო
09.10 23:00 ახალი ზელანდია - ტონგა (სენტ ჯეიმს პარკი)
11.10 15:00 არგენტინა - აფრიკა 1 (ლესტერ სტედიუმი, ლესტერი)

D ჯგუფი
19.09 17:30 ირლანდია - კანადა (მილენიუმი, კარდიფი)
19.09 20:00 საფრანგეთი - იტალია (თვიქნემი, ლონდონი)
23.09 23:00 საფრანგეთი - ევროპა 2 (ოლიმპიკი, ლონდონი) 65-85 ევრო
26.09 17:30 იტალია - კანადა (ელანდ როუდი, ლიდსი)
27.09 20:00 ირლანდია - ევროპა 2 (უემბლი, ლონდონი) 125-175 ევრო
01.10 20.00 საფრანგეთი - კანადა (ემქეი, მილტონი)
04.10 20:00 ირლანდია - იტალია (ოლიმპიკი, ლონდონი)
06.10 20:00 კანადა - ევროპა 2 (ლესტერ სტედიუმი, ლესტერი) 45-60 ევრო
11.10 17:30 იტალია - ევროპა 2 (სანდი პარკი, ექსეტერი) 65-85 ევრო
11.10 20.00 საფრანგეთი - ირლანდია (მილენიუმი, კარდიფი)

მეოთხედფინალები
17.10 17:00 A2 - B1 (თვიქნემი, ლონდონი)
17.10 20:00 C1 - D2 (მილენიუმი, კარდიფი)
18.10 17:00 A1 - B2 (თვიქნემი, ლონდონი)
18.10 20:00 D1 - C2 (მილენიუმი, კარდიფი)

ნახევარფინალები
24.10 20:00 A2 /B1 - C1 / D2 (თვიქნემი, ლონდონი)
25.10 21:00 A1 / B2 - D1 / C2 (თვიქნემი, ლონდონი)

მატჩი მესამე ადგილისთვის
30.10 24:00 (ოლიმპიკი, ლონდონი)

ფინალი
31.10 21:00 (თვიქნემი, ლონდონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველზე უნდა გავიდეთ
0
უკვე მეორე ციკლია ასეთ სულელურ სიტუაციაში ვხვდებით, სადაც ერთა თასზე მეორე ადგილზე გასვლა უფრო კარგ ჯგუფში გვახვედრებს მსოფლიო თასზე, ვიდრე პირველი ადგილი... ძალით ხომ არ წავაგებთ რომ მეორეზე გავიდეთ და კარგ ჯგუფში მოვხვდეთ?
Walkabout
11:30 29-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული